საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ფოჩიანი კამფეტები“
2012/05/21 11:19:31

არჩევნები რო მოახლოვდა, ქე იცით, მარა რაფერ ჩეივლის, იგია საქმე. ოპოზიციასაც და პოზიციასაც ამ არჩევნებზე რო ვახსენდებით, ამას რათ უნდა კითხვა. აგერ ჩემი ცოლის თავისახლს გამოსულა, ბატონო, მომავალი დეპუტატი, არ დავასახელებ რომელი პარტიიდან, ისედაც ქე იცით, ვინ დეიწყებდა პირველი  საარჩევნო აგიტაციას. ხოდა მოუყვანია თვალის ექიმები და ქე დოურიგებია ყველასთვის დიდი ნომრიანი სათვალეები.

რო ჩევეი სოფელში, იმდენი ხალხი იყო შუკა-შუკა გამოსული, ვიფიქრე, მიშაა, უეჭველი, ჩამოსული-თქვა. მარა, რავარც თავად მიშამ იცის, - ნურას უკაცრავად. პრეზიდენტი კარა, ხალხი მის თავს ჩივა, უფასოა და გევესინჯები ექიმს, ეგება გამევიხედოთ ამ დაფსებული თვალებიდანო. საწყალი ხალხი იმას რავა ვერ ხვთება, ნეტა, რო ამფერი საქციელით უფრო იფსებენ თვალებს.

აგერ კიდე, თურმე მეორე პარტია სატელიტის ანტენებს უდგამს ხალხს. ხო, ასეა: ერთი თუ თვალებში გვახედებს, მეორე იმიზა ზრუნავს, - მაგ კაი თვალებით გოუფერადებელ და ნამდვილ ამბებს შეხედეთ ტელევიზორშიო. მესამე წამოვა, ალბათ, და სოფლის ხალხს ძროხებს დოუბამს ეზოში, მარა ძროხა რათ უნდათ საწყალ ხალხს, ამ მიწებს ქე ასხვისებენ და...

ისე, ჩემთან თუ მოვლიან ხმა მომეციო, ერთ კაი მაცივარს მაინც „შევაწერ“ - ცხელი ზაფხული მოდის და სხვაი თუ არაფერი, წყალს მაინც გავაციებ შით, აპა რავა უნდათ? ჩემი ხმა არ ფასობს, თუ? არ ემეტებიენ ჩემთვის ცივი წყალი და გედეისხან თავზე!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2040
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია