დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანელი ძროხების პროტესტი - იქაურ მთავრობა
2012/04/30 14:22:08

ქე იცით თქვენ, ერთ ადგილზე კაციშვილი რო ვერ დააბამს თქვენს ქაიხოსროს. რა ვქნა, ნამეტანი მიყვარს სტუმრობა და სიარული. ხოდა, ვანში ევიჩემე წასვლა. ნამეტანი იცის მონატრება ცოლოურობამ. ქე ჩავკუნკულდი და მევისიყვარულე მოყვრები, მარა რაღაი! მთელს კუთხეს ყურები აქვს ჩამოყრილი: რავარც მომიყვენ, თურმე, საბალახო მიწის ნაკვეთი - 65 ჰექტარი მიწა შეუძენია, ჩემო ბატონო, ვანის სოფლის ერთ-ერთ რწმუნებულს და აი ჩვენი გასუქებულ-გადრიგინებული ძროხები ქე დამგვანებია სხვენზე ნამყოფ თხებს!

ვანელები გადარეულები არიენ: საბალახოთ იქანე ვყრიდით ამ ძროხებს და ახლა სა წევიყვანოთო? ეიკლეს თურმე დამშეულმა „ბაჩანიებმა“ და „ლამაზოებმა“ სოფელი ბღავილ-ბღავილით, ქე აქვთ ხმა ოპერის მომღერლებივით დამუშავებული - ეს რამდენიმე დღეა, თურმე, ეზოებში, ხეებზე მიმბულები აპროტესტებენ „კაი“ მთავრობის  „კაი“ ბიჭობას.

ძროხებიც ჩემი საჯავრებელი რავა გახთა, მოვკვტი კაცი, აღარ შემიძლია... ვინაა, ერთი, ის რწმუნებული, გვარსახელი რო არ გამიმხილენ მისი! ქვისლმა მითხრა: ქაიხოსრო, შენ ფიცხი კაცი ხარ და ან შემოგელახება ვინცხა, ან ჟურნალისტებს მოუყობი და მერე პასუხს ჩვენ მოგვთხოვენ აქანე! ხო იცი, არჩევნები ახლოვდება და ყველა მოყურადებულია საავკაცოთ, იქნება შენი ცოლისდა მაგულიე ქე გამოაგდონ სკოლიდან. ბოვშიც მუნიციპალიტეტში მუშაობს და რა მეშარებაო.

კაი, ბატონო, შეინახეთ საიდუმლოთ, მარა, რავარც მე ვერ გამომიტანეთ იმ დღეს ხაჭაპური სუფრაზე, სულ ასთე უხაჭაპუროთ და უყველოთ რო დარჩებით, მერე უგორეთ წითელი კვერცხები იმ თქვენს გალაღებულ-გაფშვიტინებულ რწმუნებულს!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2744
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია