დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაფრა „ჩაფარცხა“ სამტრედიის პოლიციამ საქმე?
2012/04/23 12:10:52

გუშინ სამტრედიიდან ქუთაისში მოვყობოდი მარშუტკას. გასვენებაში ორი ჭიქა ღვინო მქონდა გადაკრული და თვალები ქე მებლიტებოდა, მარა, წინ ვინცხა ქალები იჟდენ და ერთმა იმისთანა ამბავი მოყვა, რაღა დააძინებდა თქვენ ქაიხოსროს! მე და ჩემი ქმარი ამ სააღდგომოდ თბილისიდან ჩამევედითო, - ყობოდა ის ქალი, - ხოდა, 10 დღის წაღებული არ დაგვხვთა ეს ჩვენი ხელის ტრაქტორი?! იგი იყო ჩვენი ოჯახის მამა და მარჩენალი, მაგით ვხნავდით და მაგით ვთესავდით. არიქა, დოუძახეთ სასწრაფოთ ჩვენ პოლიციას. ცოდვას ვერ ვიტყვი, უფროსიან-უმცროსიანათ მოცვივდენ მაშინათვე,  ზომეს, სინჯეს, სურათების უღეს ყველაფერს და ქი დაგვტიენ დაიმედებული. რაი მერე! მეორე დღეს ვინცხა ორმა ახალგაზრდა პოლიციელმა გეიყვანა გვერდზე ე ჩემი ქმარი და, მოფარებულიდან მესმოდა, რაფერ არიგებდენ ჭკუას: ჩემო ბიძიე, რათ გინდა ახლა ამხელა ხმაურის ატეხვა, რა გეშარება. შენ რო თბილიში მიხვალ და ცოლს აქანე ტიებ, იქნება, ქე დაგიშინონ მაი ქალი: ან ნიღბით მოუცვივდენ, ან ცელოფნის პარკი ჩამოაცვან და დაგიხჩონ. კაცო, ჩვენც კი გოუქურდივართ ვინცხა-ვინცხებს. მარა პოლიციიზა კი არ დაგვიძახებია! ჭკუა იხმარე, ბიძაჩემოო. ხოდა, გახადენ იძულებული ჩემი ხათრიანი კაცი და დააწერიენ, ვითამ 200 ლარად გაყიდა ეს ტრაქტორი და მოაწერიენ ხელი. ვაი, მეტი არ ოუდგა გვერდები ჩვენი პოლიციის უფროსს ზვიად ობოლაძეს და გამჭვირვალე შენობაში დასკუპულ მის ბიჭებს, რავარცხა მაი სწორი იყოს! რავა, მაი საქმე რო დახურეთ, მანამდე კითხეთ მაინც პატრონს და დაწერეთ, ვის მიყიდა ის ტრაქტორი? საბუთები აგერ, ჩემ სუმკაში მიდევს და უამისოდ რაფრა იყიდიდა ის ვიღაცაო?

ამასობაში მეორე ქალმა უთხრა, მევედით გო, გავცდით სახლსო და ქე ჩავიდენ ორივენი ახალსოფელში. დავრჩი პირღია.

ეხ, ზვიადი, ჩემო ბიძია! შენ ადგილზე მე მართლა დავინტერესდებოდი და გამევიძიებდი, ვინაა ის ორი ახალგაზრდა, ასე რო უტეხავს სახელს მერაბიშვილის ნაქებ და წელში გამართულ ქართულ პოლიციას!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია