დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქაიხოსრო კიღმე დაახჩვენ ოთხ ნომერ მარშუტკაში
2012/04/17 12:31:22

არიქა, მომაშველეთ ჟანგბადის ბალიში-თქვა! - ვუკივლე ცოლს, რავარც კი სახში მოვახწიე და დივანზე დევეგდე.

დემესიენ შვილები და შვილიშვილები. ერთმა ფოლაქ-ამწყტარი პლაში გამხადა, მეორემ - დასვრილი ტუფლები. ცოლი გედეირია - სა იყავი ამისთანა ადგილზე, კაცო, იუსტიციის სახლში ისეთი გამოწკეპილ-გამოჩისტული გაგიშვი... ამ შენი ბიჭისგან ნათხოვარ ტუფლებზე ხარ-კამეჩიანმა ურემმა გადაგიარა, თუ რაშია საქმეო?

პეტერე სული რო მევითქვი, ქე მოუყევი ოჯახს: ოთხ ნომერ მარშუტკას გამოვყევი ქალაქამდე-თქვა, იმდენი ხალხი იჟდა და იდგა იქანე, სუნთქვა არ შეიძლებოდა. შოფერი კიდო წარამარა აჩერებდა და იძახოდა: გერეიწიეთ უკან, მიეცით ხალხს ამოსვლის საშვალებაო.

ჩემი ძმაკაცი შალიკო დემემგზავრა, ერთათ ვიყავით თავგამოყოფილი ვინცხა ზონზროხა ქალის ოფლიან იღლიებში, ხოდა, იმან მომიყვა: ყოველ დილით ასეა დაგრუზული ეს ოთხი ნომერი მარშუტკები. რაც იუსტიციის სახლი გეიხსნა, იმის მერე თლა უსაშველო გახთა აქედან მგზავრობა. ვითამ ავტობუსები ქე დადის, მარა, რათ გინდა, იმისთანა პატარა და მოუხერხებელია, გინდა იქანე ასულხარ და გინდა - დათვის ხაფანგში მოქცეულხარო.

ა, რავალია? არ მეგეშალათ ამისთანა მგზავრობა თქვენ, ვინცხამ მეტი მარშუტკა, ან წესიერი ავტობუსები ვერ გეიმეტეთ ავტოქარხნის გზაზე!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია