საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ზოიელას „ოქროები“
2012/03/26 14:25:47

ამ დასაფსები ყურებით ისეთი რაცხა გევიგე, ხალხო, ჭკვაზე აღარ ვარ! ჩვენს სანაქებო ძალოვან უწყებებს თავი, რომ მოწონთ, ძლიერები ვართ და არაფერი გამოგვეპარებაო, ა, თუ არ გამეეპარათ:

სამტრედიაში ჩემი მძახლის მეზობელი ზოიე ისე მწარე გაჭივრებული იყო, დახეული კალოშებით დადიოდა, სულ სახეჩამომტირალი მხვდებოდა, რო ჩევიდოდი ნათესავებში. ხოდა, აგერ ეს ერთი წელია, სული ამეითქვეს, მისმა ბიჭებმა მანქანები იყიდეს, ორი კაი სახლი ქალაქში აქვენ. კი დაეჭვებულან მეზობლები, კი მარა, ამდენი - საიდანო. მარა, არ გაინტერესებთ, რა დაახეთქა ამ ჩვენმა ზოიელამ? ჩემ ქმარს ოქრუები ქონია დამალული და ახლა გამოაჩინაო.

კი, კი, ზოიელა, მაი კაკალი დოუყარე შენნაირ ბოთეებს! თურმე მისი ნათესავის სახლის პადვალში გოუთხრიათ მიწა და შედის და გამოდის თურმე ნარკოტიკი ღამღამობით. კი წავკარი ყური - ვინცხა მაღლიდან მფარველობსო, მარა, მაგდენს ვინ ეტყვის თქვენს ქაიხოსროს.

ასეა: ზოგი მდიდრდება ასეთი უღირსი ხრიკებით, ზოგი - თავს იღუპავს. ისე, კი მაინტერესებს, ამ ჩვენს ფორმიან ხალხს რაფრა დარჩა აგი ამბავი გოუგებარი, მარა ხო გაგიგიათ, დამალული არაფერია და ორმა თუ იცის, ღორმაც იცისო.

ხოდა, მალე გოუპიარდება ჩვენ ზოიელასაც აი ამბავი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1900
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია