საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უშველებელი ორმო ბიკენტიას საქაბაბესთან
2012/03/05 13:54:21

ამ ხნის კაცი ვარ და ამფერი რამე ცხოვრებაში არ დამმართია, რაც გუშინწინ დემემართა.

ახალგაზრდობაში ქარხანაში ვმუშაობდი. ძველ თანამშრომლებს მოულაპარაკებიათ, მევიყაროთ თავი კიდე და სადმე ჩოუჯდეთო და ქაიხოსროც ხო არ გამორჩებოდათ. ხოდა, ბიკენტიას საქაბაბეში  დავჯექით ძველებურად. მე ჩემი დაწურული ერთი 20 ლიტრი წევიღე და კარქათაც ჩავუქეიფეთ, მარა ამ დალევის გულობიზა ქე მევიტეხე ეს გასახმობი ფეხი!

რო შევთვერი პეტერე, გამოვედი გარეთ ყალიონის გასაბოლებლათ. პირველი სკოლის წინ და, ესენი რო რაცხა რეაბილიტირებულ ქუთაისს უძახიან, იქანე, იმხელა გამოქვაბულივით რაცხა ყოფილა, კიღმა არ გედევეშვი შიგნით?

ავტეხე ერთი ამბავი, მიშველეთ, მიშველეთ-თქვა და, რო გამოვარდენ ბიკენტიას საქაბაბეს თანამშრომლები, ასე მითხრეს, ხო, ეს უზარმაზარი ორმო ჩვენს გვერდით, წლებია, არიო. შიგნით წამდაუწუმ ვარდება მთვრალი კაციო, მარა მაგას რას ვჩივართ, ქაიხოსრო ბატონო, ზაფხულში ამ ორმოში წყალი რო დგება და ბაყაყები ყიყინს იწყებენ, ე, იგი უნდა ნახოო. თანამშრომლები ხმას ერთმანეთს ვერ ვაგონებთ, იმხელაზე  გაჰკივიან ეს ბაყაყებიო!

ამფერად იყო საქმე, ეს ჩემი ქეიფი ქე დამიჯდა ფეხის მოტეხვის ფასი და კი ვარ გასკვანჩული ახლა ლოგინში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია