დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერიაში ასე ცხელა?
2012/02/20 12:44:52

დეიღალა თქვენი ქაიხოსრო მერიაში წარამარა სიარულით, ამიტო გუშინ ჩემი შვილიშვილი გიორგი გავაგზავნე საქმეზე. აპა, მეზობლების სათხოვარს უყურადღებოდ ხვარ დავტოვებდი და იმას ხო არ ვაგრძნობიებდი, დაგიბერდათ თქვენი ქაიხოსრო ბიძიაო?

გიორგი კაი ყოჩაღი ბიჭია, აპა რავა - სისხლი და ხორცია ჩემი! მიდგა-მოდგა და ცქვიტათ გაარკვია ყოლიფერი, რაც გასარკვევი იყო, მარა, სახლში რო დაბრუნდა, სხვა ამბებთან ერთად ერთი იმისთანა რაცხა მომიყვა, ამ ყოვლისმნახველ კაცს თლა წამიხთა შეხედულება მერიის ხალხზე.

ქაიხოსრო ბაბუა, ეს რა ვნახეო, ჩვენ სახლში ყინვაშიც ვერ ვრთავთ გათბობას და ამგენს კაბინეტში ცხავდათ და ფანჯრები მოუღიათო. ეს ჩვენი რაცხა თანამედროვე დენის გათბობა ქონდათ ჩართულიო. ამ ჩემ  შვილიშვილს უკითხია, რატოა ეს გათბობა ჩართული და ფანჯრები მოღებულიო? ამგენს არხეინად უპასუხებიათ: დაწყნარდი ერთი, ჩვენი რა მიდისო, იკითხოს  მიშამო. ამ ბოთე ბაღანას ვერ მოუთმენია და უთქვია:  ამ დენის ფულს ჩვენი ჯიბიდან არ იხდიანო? იმგენს გაბრაზებულად უთქვიათ: გამანებე, ბიჯო, თავი - ჩემ კაბინეტში თუ მინდა ფანჯარას გავაღებ და მინდა დავკეტავო.

გასულელდები კაცი, აღარ იცის ახლანდელმა თაობამ მოფრთხილება რამეზე! თუ გცხავს შე მამაცხონებულო, და გაღებული გაქვს ფანჯრები, გათბობას რაღაზე რთაავ?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია