დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიშა, ერთი ტუალეტიც აგეშენებია ქუთაისის საციგურაო მოედნიზა!
2012/02/13 12:20:26

ვაი, თქვენ ქაიხოსროს, მე გასულ სამშაფათს ამბავი დემემართა. ამ ხნის მევიყარე და ასეთი სიმწარე ჯერ არ გამომივლია, კაცო! ბოდიში და, კინაღამ არ გამეპარა შით შარვალში?

საციგურაო მოედანი რო გახსნა მიშამ, ზასტავაზე, ხო იცით! რას ვუჩივი, კაი საქმე გააკეთა: სად იყო მაინც ამდენი ბოვშები, სავსეა მოედანი დილიდან დაღამებამდე. ჩემი პატარა შვილიშვილიც მიიყვანა ჩემმა რძალმა და მიწევს კვირაში სამჯერ ბოვშის ლოდინი საციგურაო მოედანზე. ხოდა, იმ დღესაც მივიყვანე ბოვში და... მაინცდამაინც მაშინ არ მომინდა ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება? მერე, იმფერი სიცივეებია ახლა, საციგურაო მოედანზე კი არა, გონია, მზეზე შეგცივდება კაცს ისთე, რო მოგანდომებს რაცხას. მივდექი, მოვდექი, ვკითხე იქოურ თანამშრომლებს, ტვალეტი სად გაქვთ აქ-თქვა. „რა ვქნათ, ქაიხოსრო ბაბუა, ტუალეტი ქე აქ საციგურაო მოედანს, მარა, ვერაფრით ვერ შეგიშობთ, ბოვშებისთვის შეიძლება და დიდებისთვის - არაო“. გამევედი გარეთ, იმის იმედით, იქნება ახლო-მახლო იქნეს სადმე ტვალეტი და მეშველოს-თქვა, მარა შენც არ მომიკვტე, მთელ ამხელა უბანში ერთი ტვალეტი არ მეიძებნა, ეს ბებერი კაცი რო არ შევრცხვენილიყავი! გავმწარდი, გავპილპილდი, დამასხა ცივმა ოფლმა... მარა, რა მექნა, დავბრუნდი მოედანზე, სასწრაფოთ გამევიხმე ჩემი შვილიშვილი საციგურაო მოედნიდან: არიქა, ბაბუ, გლახათ ვარ, წევეით სახში-თქვა. სულ ერთ ადგილზე ვირტყი ფეხები, რო მიმესწრო სახში და შით შარვალში არ მომესაქმა.

ახლა ამ საციგურაო მოედნის უმფროსს მინდა ვკითხო: კი მარა, შე კაი ადამიანო, მაინცდამაინც მიშასთან უნდა ვიჩივლო, რო ხეირიანი ტვალეტი გააკეთოთ მაქანა - დიდიც რო შეეტევა და პატარაც? არა, ყველაფერზე ის კაცი რავა შევაწუხო? არადა, რამდენი გამწარდა ჩემსავით, ალბათ, ვინ იცის!.. არ იზამთ თქვენ სიკეთეს და მომიწევს მე ტვალეტიზა მიშას შეწუხება მართლა...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია