საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ჭადრების“ დაგებული მახე
2012/02/06 14:23:59

ვაი და უი თქვენ ქაიხოსროს, მე შაბათ დღეს ამბავს შევესწარი! ჩემმა ოჯახობამ, ნაზიმ, პურიზა გამაგზავნა მაღაზიაში, ხოდა, რო გამევედი იმ პატარა მარკეტიდან, სარიტუალო დარბაზი ქე როა, „ჭადარი“, იქანა, ჩემ თვალისწინ, არ გასრიალდა და არ მოზომა მიწა ერთმა დარბაისელმა ქალბატონმა?! ქე იცით თქვენ, რავალი თოვლჭყაპიანი დღე იყო, ამ ქალს კიდო ხელში კაი მოზრდილა ტვირთი ეჭირა და მიდიოდა თავისთვის გზაზე, მარა... დაცემასაც ხო გააჩნია: საწყალმა ჯერ თავი დაარტყა მთელი ძალით და მერე  დუბლიონკიან- ჩექმებიანა ჩაწვა წყალში. არიქა, დევესიეთ კაცები, ვინცხებმა მანქანაც გააჩერეს და მივარდენ, სწრაფათ ააყენეს, გაცვენილი ტვირთი და ხელჩანთაც მოუხიკეს. მადლობა  გვითხრა ყველას, მარა, ისე გამწვანებული იყო ტკივილისგან, გონია, არ აცდებოდა მაგას იმ დღეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება. 

ამ  ხალხის  გამკვირებია  ძალიან! „ჭადრების“ უმფროსობამ ყოველი მხრიდან რო ჯაჭვებით შემოიკავა ამხელა ადგილი და გამვლელ-გამომვლელს ქუჩაზე გადასვლა აღარ შეუძლია, რაფერია ეგი? ყველაფერს მე უნდა წევესწრო: ამასწინ ვინცხა კაცი ქუჩაზე გადმოდიოდა, სწორეთ მაგ ადგილზე. ამ დროს მთელი ძალით მოქროლავდა უცხოური მანქანა. კაცი ჯაჭვზე ვერ გადახტა და შეშინებული მიეკრა ზეთ. მანქანამ მილიმეტრებში ოუქცია გვერდი, თვარა მიაკლავდა იქვე ბუზივით! ჯაჭვები ჯაჭვებია და დარბაზის წინ, ქუჩაში, კაფელი რო დააგეს, პასიკიას აბანო ხო არ გონიათ, ნეტავი? სახში ყველამ ვიცით, სველ კაფელს რო უნდა  მევერიდოთ, მარა, ქუჩაში მიმავალმა, თოვლიან-წვიმიან დღეს რაფერ უნდა განსაზღვრო, რო საცხა თურმე, ამისთანა ხიფათი გელოდება!

ტროტუარი ქალაქისაა, ბიძია, და მითხრობია თქვენზა, დროზე  მიხედეთ მაგ კაფელს და ჯაჭვებს, სანამ ვარესი  მომხდარა! ხო ყავს ქალაქს პატრონ-მყვარებელი?!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია