დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დატოვეთ კოლია უშეშოდ?
2011/12/12 12:23:13

ამ რეკლამებმა ქე წეიღო ტვინი და კაი ხანია დავანებე მაგენის ყურებას მე თავი, მარა, ამასწინათ გემექცა თვალი და რა მევისმინე, დამდგარან ე გლეხები და შეშაზე ლაპარიკობენ, რა კაი საქმე გაგვიკეთა ამ მთავრობამ, წელს ტყიდან შეშის გამოზიდვა არავის დოუშლია და არც დოუგვიანებიათ საბუთების გაკეთება,  დროულად მევიმარაგეთ ზამთრისთვის სითბოო... კი მარა, ჩემო კაი ხალხო, ამასწინათ ჩემი ოკრიბელი ბიძაშვილი შემხვთა, კოლია, და ტიროდა კაცი, დამტოვეს უშეშოთ და რითი გავათფო ბაღნები ამ ზამთარში, ასე ადრიანად არ მეეთოვა ქემაინცო. ვზდიე ჩვენ მეტყევეს, ვზდიე ივნისიდან მოყოლებული. ივლისში ყველა ქვითარი მქონდა ხელში, ბანკში გადახთილი ფულით, მარა რათ გინდა, ე ჩვენი მეტყევე ცუცხვათელია, მთელი ჩვენი სოფლები, ორპირის მიყოლებაზე, მაგას აბარია და სად დემეჭირა, ტყეში შესვლის უფლება რო მეეცა? შევაწრიალეთ თელი ქვეყანა და ამ კაცის ნახვა უსაშველო შეიქნა. არც ტელეფონით მოქვცა ნება, ტყეში რო შევსულიყავით, არც თავისი საქმე გააკეთა დროზე და დავრჩით ასე უშეშოთ ამ გაგანია ზამთარშიო... არადა, რავარც გევიგე, ზემოდან უბძანებიათ, დროზე მოუგვარეთ გლეხებს შეშის ამბავი, შარშანდელივით არ დაქჩეთ უშეშოთ, თვარა მე ვიცი თქვენი ამბავიო...

კი არ მინდოდა იმ მეტყევის „ჩაშობა“, მარა რა ვქნა, არ უთმენს თქვენს ქაიხოსროს გული, ამნაირ უსამართლობას რო უყურებს. იმანაც ქე გამამწარა, ეს რეკლამა რო ვნახე ტელევიზორში. რა ქნას ახლა კოლიამ, რითი გაათბოს ამ ყინვაში თავისი წვრილშვილი? ხართ ვინმე გამკითხავი მაქანა, „ზემოთ“?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია