დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბორბლებიანი ჩანთები ჩვენი ბოვშებისთვის
2011/11/21 12:45:09

დეილოცა იმ კაცის ჭკუა და გონება, ვინცხამ „კაჭკასავით“ სამგზავრო ჩანთა-ჩემოდანი გამეიგონა: ქე რო ბოლოში ბორბლები აქვს, ზემოთ კიდო - ხელის მოსაკიდებელი, გრძელი რკინის სახელური. მიაწობი ცოტას და ქე მიგაქვს, ბუმბულივით, ერთი ურმის ტვირთი!

პირველათ ამისთანა „კაჭკა-ჩემოდანი“ აეროპორტში ვნახე შარშან, ჩემმა სიძე-ქალიშვილმა საფრანგეთში რო მიმიწვია, ე, მაშინ. დადიოდენ იქით-აქეთ მგზავრები ამ ბორბლებიანი, გაძეძგილი „სუმკებით“ და, ვითამც არაფერი, ისთე იღიმებოდენ.

ხოდა, გუშინ კიდო აეროპორტში არ მეგონა თავი, თეთრ ხიდზე რო მივდიოდი?! გევიხედე და, აგერ, მოცუნცულებენ პირველი თუ მესამე სკოლის ბოვშები და, მოაქვენ, რავარც იმ აეროპორტში მინახია, იმისთანა ბორბლებზე შემდგარი სუმკებით - წიგნები და რვეულები. ეს რაფერ კარგათ მოუფიქრებიათ, კაცო! აპა, 30-კილოიანი ტვირთის ტარებას გოუძლებდა ბოვშის სიფრიფანა ხერხემალი და ზურგი? ახლა ქე მოყვებიან დედიკოებს თავიანთი „კაჭკებით“ და მოაქვენ კისკის-სიხარულით ეს უშველებელი სასკოლო „სუმკები!“

ნეტაი, იმ ხალხის ტვინში ჩამახედა, 6-7 წლის ბოვშებს კილოგრამებიან სახელმძღვანელოებს და რვეულებს რო უწესებს სატარებლათ და სასწავლათ! არც ექიმი ყავენ მრჩევლათ, არც ფიზკულტურის მასწავლებელი და არც ფსიქოლოგი? ან, მაინც, რა პროგრამებს და სასკოლო წიგნებს წერენ ე ოჯახაშენებულები იმისთანას, ბორბლებიანი ჩანთები კი არა, მალე პერსონალური „გრუზავიკებიც“ რო დაჭირდებათ ჩვენს ბოვშებს! რავა, ქაიხოსრომ გოგებაშვილის დედაენით და ერთი რვეულით თუ დაამთავრა პირველი კლასი, იმიტო გამევიდა სხვებზე ნაკლებად ცნობილი?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3537
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია