დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ერჩოდა შოფერი 80 წლის კაცს?!
2011/11/07 13:54:21

ორშაბათს ერთი ჩემი ძველი ძმაკაცი დევინახე ავტოსადგურთან, დაძმარებულმა იმისთანა ამბავი მომიყვა, ქე დავაღე პირი! აღარა აქვთ, არა, უფროსების მორიდება და პატივისცემა ამ ახალგაზრდებს. თურმე პირველ ნომერში მჯდარა, ქერო წრიულს უძახით, იმაში, ხოდა, მძღოლი - ახალგაზრდა ბიჭი - კაი ლობიანს სუსნიდა თურმე. ამ დროს გაჭირვებით ამოსულა წრიულში ე ჩემი ძმაკაცი, ქეა ოთხმოც წლამდე უკვე. ამტყდარა თურმე ავტობუსში ერთი ამბავი, იმისთანა სიტყვები უძახებია ამ ახალგაზრდა მძღოლს ამხნის კაციზა: რას ააყროლე ე ხალხი აქანეო, რო გეეჩხირე ამ გზაში, დაჯექი საცხა უკანო. არადა თვითან ლობიანს ჭამდა და, ეტყობა, შეწუხდა თუ არა, ძან არ ჯავრობდა ახლა იგი ხალხს! ვინცხა ქალი ამ ჩემი ბებერი ძმაკაცის საცოდაობით ატირებულა და ზოგი მგზავრი კიდო მაშინათვე გამოკიდებია გაბრაზებულ და ნერვებმოშლილ მძღოლს: რა იყო, შენც მიხვალ მის ხნობამდეო, არ შეუძლია კაცო და ნუ ილანძღებიო. ახალგაზრდა ბოვშებსაც შეცოდებიათ თურმე საწყალი. მოკლედ, მძღოლი არ გაჩერებულა, ქერო ახალი „ბენზინ-კალონკა“ გახსნენ,     „ვისოლს“ უძახიენ გონია, ე იქიდან ჭავჭავაძემდე ლანძღავდა ბერიკაცს!

მეიცა, ბაბუ, მოხვალ შენც ჩვენ ხნობამდე, მერე გეიგებ, რაია სიბერეო.

ჩემი ძმაკაცი ერთი იმისთანა ნაშრომი, პატიოსანი კაცია, ჭიანჭველიზა არ დოუდგამს ცხოვრებაში ფეხი. ხოდა, ხმა არ ამოუღია და მორიდებით დამჯდარა უკან. რო ჩადიოდა წრიულიდან, ვინცხა გოგოზა მიუცია ოცდაათი თეთრი - შენ გოდოუხადე, ბაბულიაო. შეშინებია საცოდავს: კიდო არ გამემეკიდოს ეს ბიჭიო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2176
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია