დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქაიხოს­რო სა­ქუს­ლი­ა­ში
2011/10/24 12:30:41

ფეხი მო­ტეხოდა თქვენ ბებერ ქაიხოს­როს და წუხელის, შე­ღა­მებულ­ზე, არ გე­ე­ა­რა ნე­ტაი! სა და -  ლუქ­სემბურ­გის სახელობის ქუ­ჩა ყოფი­ლა შე­მორ­ჩე­ნი­ლი საცხა, ავ­ტო­ქარხნის მარჯვე­ნა და­სახლებაში, ქე რო სა­ქუს­ლი­ას ეძახიან, იქა­ნა. მიგ­ვას­წავ­ლეს მოკ­ლე გზა მე და ჩემ კნე­ი­ნას, ნა­ზის. ხოდა, იმან მე­ო­რა­დებში ნაყიდი ქუს­ლებია­ნი პოლ­სა­პოჟკები ჩე­იც­ვა, მე - ჩე­მი ბიჭის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი იტა­ლი­უ­რი კაი ბაშ­მა­კები და, რა­ვარც მიგ­ვას­წავ­ლეს, იქა­ნე გო­დოუხვი­ეთ, გა­დავ­ჭე­რით რკი­ნიგ­ზა, ქე რო ბეტო­ნის ქარხნის ჩა­სახოვია, იქა­ნა. ნა­მე­ტა­ნი გვეჩ­ქა­რებოდა ნათ­ლუ­ლის დღეობაზე, მა­რა თქვე­ნი და­მაწყევა­რი მი­ვი­და იმ­ფე­რათ და ისე დრო­უ­ლად, რა­ვარც ჩვენ მი­ვე­დით. თურ­მე, ე ლუქ­სებურ­გის ქუ­ჩა პარ­ლა­მენ­ტის მშე­ნებლობას ემიჯნა­ვება და­სავ­ლე­თი­დან. წყალი რო გოუყვა­ნი­ათ, მე­რე ორ­მოები ამო­უვ­სი­ათ, მა­რა იმის­თა­ნა დატბორი­ლი და ატა­ლახებული გზა დო­უ­ტო­ვებიათ, წვი­მა­ში ფეხით იქა­ნე ვერ გე­ივ­ლი. ბევ­რი ვიხტუ­ნეთ მე და ნა­ზი­კი­ამ ქვი­დან ქვა­ზე ქვას­ლობიას მო­თა­მა­შე ბოვ­შებივით, მა­რა, საბოლო­ოდ, ისე მოხდა, რო ჩე­მი ოჯახობის ქუს­ლი იქა­ნე დავ­ტო­ვეთ და ჩე­მი ბაშ­მა­კები და შარ­ვლის ტო­ტები იმ­ფე­რი გახთა, სა­რეცხი მან­ქა­ნის ორ­სა­ათ­ნახევ­რი­ა­ნი რეჟიმი რას უშ­ვე­ლის!

რა­ვა, ბაბულიებო, ავ­ტო­ქარხნის მარჯვე­ნა და­სახლება ქუ­თა­ი­სის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში არ არის მოქ­ცე­უ­ლი?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია