დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიყვარულმოძალებული ჩინოვნიკები
2011/10/17 12:35:10

რაფერაც იქნა, გადავწყვიტეთ ქუჩის განათების თაობაზე ჩვენი სამეზობლოს განცხადების წაღება და წევედით მე და კოლია მერიაში. ქე მივედით, მარა პერერივის პერიოდი არ დეემთხვა?

დავჯექით იქანე, მოსაცდელია თუ რაცხა. კიდე ქე იყო ჩვენი ტოლა ხალხი, უფრო მეტად - ქალები და ყვებოდენ თავის ამბებს. ერთი მერთან იყო მოსული, მარა ვერ ოუღწევია იქამდე, მეორემ - სახლში წყალი ჩამომდის და დახმარება უნდა ვთხოვოო, მესამემ - ბინა არ მაქვსო... დემეწვა გული მაგათი საცოდაობით.

ჩვენი უცხოელი სტუმრები რო იძახიენ, ვხედავთ პროგრესს, თუ რაცხა ჯანდაბასო, ვიფიქრე, აქანა დასვა ახლა ის ტრიპაჩი უცხოელები, მერე კი ნახავენ, რაფერ მივდივართ წინ-თქვა.

ამ ლაპარაკში ვართ და გამეიარა ორმა ქალმა, ეტყობა, მერიის თანამშრომლები იყვენ, კაი ჩაცმულობაზე მივხვდი. იქვე ქე დადგენ კაბინეტის კარებთან და გევიგონე, რო ამბობდენ, ამ თანამდებობიდან იგი გოუშვეს და ეგი მეიყვანენ, იქანე კიდო - იგიო. რომელიღაცა სამსახურის უფროსს რაფერ დოუწერია განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. მარა განთავისუფლების მიზეზი რაფერი უთქვია, არ იკითხავთ? ცოლი მყავს ახალი მოყვანილი და ვერ ვტოვებ სახლში მარტოო. გედევირიე კაცი: რავა, ბაბულიებო, ცოლი მეც ქე მევიყვანე თავის დროზე, მარა განცხადება კი არ დამიწერია, გამიშვით სამსახურიდან, სიყვარული მემეძალა-თქვა. ხოდა, ვიფიქრე აქანა რაცხა სხვა ამბავიაო. აბა რაფერ შეიძლება ამნაირ კაი სამსახურზე ამფერი მიზეზით თქვას ვინმემ უარი. ეტყობა, არ აქვთ მეტი ფანტაზია ქუთაისში და სხვა უფრო კარგი მიზეზი ვერ მეიფიქრეს.

ბოლოს, რაფერცხა იქნა, დამთავრდა შესვენება და დავწერეთ მე და კოლიამ განცხადება, მარა ჯერ კი არ მოსულან, ქე დავბოდიალობთ ისევე ისთე ბნელაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2197
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია