დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამაგებიეთ, ხალხო, აქანა კურსებია, თუ ბუეთი?
2011/07/11 13:27:28

ნამეტანი შორს მომიწია წინა ხუთშაფათს წასვლა, კოლიამ დამპაიჯა ოკრიბაში... ჩავჯექი ტყიბულის ავტობუსში და გოუდექი გზას. ნახევარი გზა გოუკეთებიათ და მივსისინდით ჭყეპამდე გადასარევათ. მარტო გზა კი არა, იმნაირი ნიშნებია დადგმული სოფლებში, სულ ქართულ-ინგლისურად, მოგეწონება კაცს. კაციშვილი არ დეიბნეოდა-მეგონა, მარა...

ჭყეპს მერე რაფრათ ვიმგზავრე, არ მკითხოთ (ძლივს ავაწყვე დაშლილი ძვლები ტყიბულში ჩასვლისას)... მარა, ბაბულიებო, იცით, რამ გამაკვირვა ე ჭარმაგი კაცი ჭყეპსიქით დატოვებულ გოუვალ გზებზე მეტად? ჩემი თვალით რო არ მენახა, არევის დოუჯერებდი...

ერთი ლამაზი სოფელია ოკრიბაში - კურსები - გაგონილი გექნებათ, ხოდა, ამ ჩვენ „მცოდნე“ გზის მზომავებს ოუღიათ და წარწერა „კურსები“ 15 კილომეტრს იქეთ, სოფელ ბუეთის აქეთ-იქით შესასვლელში არ დოურჭვიათ? 7 თვეა თურმე, ბუეთს ქვია კურსები.

წამოსულან რაჭველები ამასწინ კურსებში, თამარას გასვენებაში და, რო დოუნახიათ დაწერილი „კურსები“, ქე ჩამოსულან ავტობუსიდან. ვაი, იმნარი ჩამოსვლას, კურსების მაგივრად ბუეთში არ ამოყვეს თავი? თამარა ქე გაასვენეს რაჭველი ჭირისუფლების გარეშე, მარა, ვაიდა, სასიძო მოდიოდეს კურსებში პირველად და გოდოუხვიოს ბუეთში კურსების მაგივრად, ხო მოგვეჭრა თავი ამ სტუმართმოყვარე იმერლებს?..

კაი, მეგზევეებს შეეშალათ და 15 კილომეტრის იქით დადგეს  „კურსები“, მარა, ნეტაი ბუეთში ამოწყდა ხალხი? რო დგამდენ ამ „კურსებს“, რავა ვერ უთხრეს და დააჯერეს, აქანა ბუეთიაო?.. თუ ესეც გასაიდუმლოებულ ვითარებაში გააკეთა, ნეტაი, ჩვენმა ხელისუფლებამ?..

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია