საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ეკას „თბილისოს“ ტექსტი არ ნაცოდინარა!..
2011/07/04 12:42:20

როის ვარ კაი ხასიათზე, იცით? კაი სიმღერებს რო ვისმენ. რეზო ლაღიძის სიმღერებიზა ხო თლა ვგიჟდები, ამხელა კაცს თვალებში ცრემლი მიდგება. ხოდა, რო გევიგე, 26 ივნისს ოპერის თეატრში მაგისი საღამო იმართებაო, ვინათხოვრე ლურჯი ფიჯაკი ქვისლისგან, ახალი ტუფლები - უფროსი ბიჭისგან და კაი გამოწკიპული წევედი კონცერტზე. რო შეგეხედათ თქვენი ქაიხოსროზა, იტყოდით, რავა აფასებს საზოგადოებას და თიატრს, ქეა გაპიწკინებული საცოლე ბიჭივითო.

კი, მე ქე დავაფასე ეკა და კონცერტის ყველა მონაწილე, რავარც საჭირო იყო და ხელისგულებიც მევიმზადე ტაშისთვის, მარა... რაფერ დემეკრა ტაში ჩვენი საფიცარი ნანი ბრეგვაძის ქალიშვილიზა, რეზო ლაღიძის ყველაზე კაი და ცნობილი სიმღერა, თანაც, თვითან ნანის სავიზიტო ბარათი, იმფერათ რო შეასრულა! ტექსტი არ იცოდა, კაცო, ტექსტი და ერთხელ დირიჟორიც შემობრუნდა და უკარნახა. კონცერტზე თუ ჩამოდიოდა ე  დალოცვილი,    მომზადებულიყო წესიერათ და არც სიმღერა გეეფუჭებია და არც ქუთაისელი მსმენელის ხასიათი!

ერთი პატარა ბიჭი გამოდიოდა კიდო, ლადო ჯანელიძე, კონფერანსიე ვარო, თუ რაცხა. რაის წამყვანი იგი იყო, ლაპარაკი არ იცოდა წესიერათ და ასე თქვა, რაფერ მიხარია, ცოცხალ ორკესტრს რო ვუყურეფ, და ცოცხალ საზოგადოებასო. რავა, თიატრში მკვდარი ხალხიც დეიარება?

ვითამ ვიცინოდით, მარა სატირალი ქე იყო სინამდვილეში! უყურე შენ, რაფერ მასხრათ აგვიგდეს ამ თბილისელმა მომღერლებმა!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1407
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია