საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მთავრობას თუ ახსოვს შევჩენკოს ქუჩა?
2011/06/27 12:26:32

იმისთანა ეკალბურდებიან და მინგრეულ-მონგრეულ ქუჩას ნაქვიება ქუთაისში ტარას შევჩენკოს სახელი, თვალები გადმომცვინდა. დედა, სა ვიარეთ გუშინ ჩემმა ძმაკაცმა ტარიელამ და მე, რა ბურდანებში და ქვაღორღების გორებში ვიძრომიალეთ! ისთე ამევითხვარეთ, რო უშველებელი ორმოებიდან ამოსულებმა შარვლის ბოლოების და ფეხსაცმელების წმენდა-წმენდაში ვერც ცხვირსახოცები შევირჩინეთ და სიმწრით ნაყიდი ახალი გაზეთებიც სულ ფურცელ-ფურცელ მევიხმარეთ, ადამიანებს რო დავმსგავსებოდით.

სოფელ მესხეთში ჩვენი ჯარის ამხანაგთან, მურმანისთან მისვლა თუ ამფერი ძვირი დაგვიჯდებოდა, ამას ვიფიქრებდით? არადა, რავარც მიგვასწავლეს, თუ კაი ამინდი იქნებოდა, „ბამიდან“  შევჩენკოს ქუჩისკენ ხელათ გადავჭრიდით გზას, მარა არ გაგვიმართლა - ნაწვიმარზე მოგვიწია წამოსვლა.

ერთ უდაბურ ადგილზე შევისვენეთ. ვინცხა კაცი წამეგვეწია, რას შობით, ბიჭებოო, - დაგვკივლა, - აქანე რავა ჩერდებით, თავი არ გებრალებათო? აქანე ინდოელებს ქარხანა რო აქვთ, ხალხი ამბობს, ამასწინათ ჯართი რო ჩამეიტანეს, უშველებელი გველი ჩამოყოლია და საცხა, ამ ბურდანებში გაუჩინარდაო. დედაია, ეგი გვინდოდა კიდო? ამ კაცის მონაყოლში ტყუილ-მართლის გარჩევის თავი ქე სად გვქონდა, ვიპლეტეთ და გამევიქეცით.

აგია უკრაინელების ძმობა და დაფასება? ამისთანა ქუჩას უნდა ქვიოდეს ჩვენი აკაკი წერეთლის დიდი უკრაინელი ძმაკაცის სახელი?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1456
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია