დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აბრანცული პარკეტი და ჩამოხეული შპალერი
2011/06/21 15:37:05

თუ კითხულობთ ხანდისხან ჩემს გულუბრყვილო „ნაბჟუტურებს“,  ქე გეცოდინებათ, რავარი გამიხარდა, ახლადაშენებული, გაბჟღვიალებული ოპერა რო დევინახე. ცოტა უცნოური კი არის მარა, ახალია და გულს უხარია. ვერ მევიცალე, შით შესასვლელად და დასათვალიერებლად მაშინათვე. ამას წინათ, შვილიშვილის კონცერტებზე  ვიყავი, ვიფიქრე, გევიარ-გამევიარ, რაცხა პომპეზურად გარედან გამეიყურება, ალბათ შიგნითაც ისთეა ყორფელი-თქვა. შევედი და დევიწყე თვალების ცეცება. ლამაზია მართლა! მარა ე გადატკიცინებული შპალიერი ერთ ადგილზე უცნოურად გამეიყურებოდა, მეგონა  ახალი  ფასონია,  რაცხა  „ავანგარდულს“ რო უძახიან-თქვა. შენც არ მომიქვტე! გამეიარა თანამშრომელმა და ჩემზე მეტად გაოცებულმა - „ეგი რაიაო“, ააფრიალა და არავინ დამინახოსო, შეშინებულმა მიიხედ-მეიხედა. დემეცა თავზარი, რაით არის ნეტა მიწებებული-თქვა, გევიფიქრე. მერე დიდი დარბაზისკენ წევედი, ჩემ თვალებს არ დოუჯერე, ისთე აბრანცულ-დაბრანცულა ე პარკეტი, ფეხი გადამიბრუნდა, წევეი თავით და კინაღამ კისერი არ მევიტეხე საპრაზნიკოდ გამზადებულმა?

„დაბერდი და დეეტიე სახლში, შე ქაიხოსრო დოუდეგარო-თქვა“, დოუცაცხანე ჩემ თავს გულში.

ცოტა ხანში ჩემს უკან ორი ქალბატონი დაჯდა, ჭორაობდენ თავისთვის, არ მიმიქცევია ყურადღება თავიდან, მარა მერე ქე დოუგდე ყური: „ეს იატაკი იმიტომ არის ამობურცული, ჰაერმა რო იმოძრაოს, იმიზა ადგილი არ არის დარჩენილი. ასე ფუჭდება ეს პარკეტიო“. გადევირიე და შევიშალე, ხალხო. „უდიპლომო სასიძოსი“ არ იყოს: „შენია არაა, ჩემი არაა“. გავაკეთოთ, ხალხო, კარგათ და პატიოსნათ. არ შეგიძლიათ? გავსკდი გულზე...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია