საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„წყალწაღებული“ მღვიმე
2011/06/13 13:17:42

ყუმისთავის მღვიმე რო გახსნა ჩვენმა პრეზიდენტმა აგერ ა, ერთი ორი კვირის წინ, გეხსომებათ, ალბათ. ყუმისთავი რამ მათქმევია, კაცო, გამოვჩერჩეტდი ამ სიბერეში... პრომეთეს მღვიმე დაარქვა მაგას მიშამ! ჰოდა, ხო გახსოვთ,  კაი დიდი ტორტი „მღვიმე“ რო დოუჭრა ჟურნალისტებს, ასე დამიტკბითო, მერე გაჭრა ლენტი, მიირბინ-მეირბინა მიწის ქვეშ და დაამთავრა იმ დღის პიარია თუ რაცხა... უჰ, რას ვბოდიალობ, რისი თქმა მინდოდა, ქე დამავიწყდა გონია. ჰოდა, იმას გეუბნებოდით, აგერ ორი კვირის წინ არ გახსნა მაი მღვიმე მიშამ და მთელი ქვეყნიერობა არ დაპაიჯა? რავარც მითხრეს, 15 ივნისამდე უფასოდ დაათვალიერებიებენ ხალხსო, ასეც ქე თქვეს. მეც ვიფიქრე, მოდი, ერთი ვნახავ, რა გააკეთა მიშამ ამნაირითქვა და დოურეკე ჩემ კოლიას, წამოი ერთი, წევიდეთ-თქვა, თან პენსიის რიგშიც ვერ ჩავდექი ამასწინ და უფასოთ თუ დაგვათვალიერებიებდენ, ქე რა აჯობებდა მაგას.

ავკრიფეთ ჩვენი ჩაჩანაკი ძვლები და გევედით სახლიდან, მეზობლის ქალმა მომაძახა, სა მიდიხარ, ქაიხოსრო ბიძია, ამ სიცხეში, ხო კარქათ ხარო?

ვუთხარი, სად და რეიზა მივდიოდი.

- დიდუ, მაგ მღვიმეში წყალი ჩასულა, გოუფუჭებია მთელი გაყვანილობა და ახლა რემონტზეა დაკეტილიო, კიდო კაი, რო გკითხე და ტყულა მაინც არ გაწვალდები გზაშიო...

ა, ბატონო, მიშასი თუ პრომეთეს მღვიმე, რა კაი გაკეთებული ყოფილა, ხედავთ? არა, მაინც რა იყო, გახსნა და გაფუჭება ერთი რო ქნა? მეც ვერ ვისწავლე ჭკუა და ყოლიფერი მჯერა ამ მთავრობის, ხანდისხან, ყოველთვის კი არა, მარა მაინც...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1341
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია