საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქაიხოსროს გაწბილებული შვილთაშვილები
2011/06/06 13:00:17

ორი პატარა შვილთაშვილი მყავს, ჩემო ბატონო, და ახლა ბოვშების დაცვის დღე რო იყო, მომთხოვეს, ქაიხოსრო ბაბუა, ქალაქში გაგვასეირნეო. რაცხას წინა დღეს ქე მოვკარი ყური: ელექტრომექანიკური ქარხნის კლუბში იქნება ღონისძიებაო და, იმ გორაზე ასვლას, ისევე იქინა წასვლა ვამჯობინე. ქე მივედით, მარა რათ გინდა? ორი კინკილა კაცი დაგვხვდა და... ჩეიშალა კონცერტიო. თბილისელი სტუმრებიც უკმაყოფილოები იყვენ ამფერი უყურადღებობით და ქუთაისელებიც. მერიის ხალხს სულ არ  გახსენებია მათი დაფინანსებით  გამართული  კონცერტიო, ასთე ამბობდენ იქანა. პარკში რო ეიყვანეს, ზევით, იმდონი ახალგაზდობა და მოხალისეები, არ დაკლებიათ მაღალი სტუმარი  და დაბალი  მასპინძელი, ერთი-ორი ვინცხა აქანეც გამეეგზავნათ, რო აქ მოსული ბოვშვებიზაც ეჩვენებიათ სითბო და ყურადღებაო, - ერთმანეთს ელაპარიკებოდენ ვიღაცეები. წამევიდენ ე ჩემი ბოვშებიც გულდაწყვეტილები და შემიჩდენ, გინდა თუ არა, პარკში წაგვიყვანეო. სა მქონდა ფული ახლა, მაგენი საბაგიროთი ემეყვანა იქანა და ოუყევით ამსიგძე კიბეებს ფეხით. ქე შემემეყარა გულზე: რაცხა ორი საქანელა იყო უფასო და იმდონი ხალხი იყო მისეული, საღამომდე არ მოუწევდათ, გონია, ჩემ ბოვშებს რიგი. ვერც ნაყინი ვუყიდე, ცეცხლის ფასი არ წოუკიდებიათ იმ სიმაღლეზე ატანილი მაროჟნისთვის? ერთი რაცხა ჯგუფის კონცერტი იყო, ქე იყო ხმაურიანი მუსიკა და ესეოდა იმ ადგილს ეს ახალგაზდობა, მარა მე იმ მუსიკის თავი და ბოლო ვერ გევიგე. ეგია ბოვშების დღე? რავა ეირია ქვეყანა თლა. მერე, რაცხა ცუდად შევიქენი, ამ ხნის კაცი ვარ, ბოვშობა ხო არაა ჩემი იმ სიმაღლეზე ასვლა და ქე წამევიყვანე ე ჩემი აჟივჟივებული შვილთაშვილები სახში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1207
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია