დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ევროპული“ მომსახურება
2011/05/23 12:57:31

ამ სიბერეში პაწა ქე დამაკლტა ყურს, მარა, გონია, თლა ყრუი იყო, ის ჯობია, კეჩის ბაზრობაზე რო დახლებში გეივლი. კი, მართალია, მთელი დღე თლა მუნჯად ვერ იქნებიენ ეს დალოცვილი ნოქრები, მარა აქეთ-იქიდან იმისთანა განუწყვეტელი ხორხოცი და ჯვარედინი გადაძახილ-გადმოძახილი შეიძლება?

გევიარე გუშინ კეჩის ბაზრობაზე, ფეხსაცმელების მწკრივში და არ ჩამყვირა ყურში უცებ ვინცხა კაცმა? - ხოხოხოხო, ახლა მომცა გუშინდელი პურმარილი, ჯემალიას რო ქონდა გოგოს მობრუნებაზეო! გულგახეთქილი შევხტი ადგილზე და მარცხენა ყურში ახლა ქალმა ამიტეხა წიოკი: რამდენი ვიცეკვეთ მე და კუკლაიამ, შენ რო ღვინოში სკდებოდიო.  აქეთ-იქიდან კიდო სხვა ქალები წამეეშველენ და ნერწყვდადენილები იხსენებდენ ქორწილის ამბებს. ოუჩქარე ნაბიჯებს და წინ გავვარდი, მარა იქანა კიდო გაღმა-გამოღმა რაცხა სერიალის შინაარსს ყვებოდენ და გევიგე, ვინცხა ოხერმა კასანდრამ რაცხა უხიმანდრა მორენას, მისი საყვარელი ლეოიე რო დეეთრია. სულ სხვა ბლოკში მივედი და - იქანა გამწარებული ჯვარედინი დაკითხვა მიმდინარეობდა იქით-აქეთ დახლებს შორის, რამდონი ივაჭრეს ამ კვირაში და რაფერ აპირებდენ გადასახადების გადახდას. სხვა მწკრივში კიდო, ის მევისმინე, ნათელიას ტავარის გამოტანის დროს რაფერ დაკარგვია ორი კაი ლურჯი ჯინსი.

დავრბოდი გამწარებული აქეთ-იქით, რო ამ უაზრო რუზრუზიზა თავი რამეფრათ დემეხწია და ჩემთვის გემრიელად ემერჩია უბრალო ბასანოშკი, მარა იყო საშუელი? გამევიქეცი დაღლილი და დაქანცული. ეგია ჩვენი კულტურა და ეგია ჩვენი „ევროპული“ მომსახურება?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2000
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია