დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაფერ უჯიკა მერიის მუტრუკმა ყველის გამყიდველ ქალს
2011/05/16 13:03:06

რა ქნას ამ თქვენმა ქაიხოსრომ, ნამეტანი დაბერდა, მარა სანამ ცოცხალია, ჭამა-სმა ხო უნდა? ჩემ ბებრუხანას კიდო წნევები აწუხებს ამ ბოლო დროს და სულ მე მიშობს ბაზარში. რაფრათ მეზარება იქინა გავლა, ათასნაირ საცოდაობას ნახავ კაცი, მარა რა ვქნა, ბაბულიებო?

პენსია ევიღე წინა კვირაში და წევედი, მე ვთქვი, ჭყინტ ყველს ვიყიდი-თქვა. მივადექი იქანა, მწვანე ბაზარს ქერო უძახიენ და, ყველი რო იყიდება უფრო იაფად, იმ ტროტუარზე გევიარე. ქე გამისკდა გული, რა ფასები აქ საჭმელს და სასმელს, მერე რო იძახის ჩვენი მთავრობა, ამფერ ქვეყანაში ვცხოვრობთ და იმფერშიო.

უცფათ, ფასს რო ვეკითხებოდი გამყიდველს, გევიხედე, ატყდა ჩოჩქოლი, ეს ქალები ახმაურდენ რაღაცაზე. აქეთ ვინცხა მუტრუკი არ უყვირის ერთ ქალს? მერე ხელი არ კრა და არ მიანარცხა იქვე რკინის სტოლბას? ჩოჩქოლში ვერ გევიგე, ეს მუტრუკი სა გაშპა. გამეიძახეს სასწრაფო, შეწუხებულა ეს ქალი თურმე. მერე რაფრაც იქვე ქალებმა თქვეს, ეს გულშემოყრილი ქალი იქვე, ბაზარში ვაჭრობდა ყველით და მიდიოდა თავის ადგილზეო. ამ კაცს (მერიიდან ქე რო ყოფილა), გარემოვაჭრე გონებია და ოუტეხია ამბავი, გაწევ-გამოწევა და ყვირილი. ვითამ წესრიგს იცავენ და ქე ჩაგრავენ ამ ხალხს, თავისი გაჭირვება არ ყოფნით? საღა არიენ ჩემნაირი ჯელტმენები, თვარა, ჩემს დროს მასე მეექცეოდა ვინმე ქალს? ეეხ, წახდა, ბაბულიებო, ქვეყანა, ქუჩაში აღარ მინდა გამოსვლა, მარა... სახლშიც რო ვერ ვჩერდები?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია