საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვის ჭირდება ხელახლა საყიდლათ ვაუჩერები?
2011/04/18 12:42:53

სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ მიყვარს, მარა, ეს ჩვენი ქალაქი იმფერი პატარაა, რომც არ გინდოდეს, მაინც გეიგონებ და დეინახავ კაცი. ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ვცხოვრობ და აქედან ბევრი არაფერი ჩანს, მარა, რაცხა პირველად ყველგან ხდებაო და ქე მოაღწია ჩემამდეც ახალმა ამბავმა.  ჩემს „პადიეზდში“ ერთი კაი ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობს და იქ მუშაობს, რას ეძახიან ახლა? ხო, მუნიციპალიტეტში. ხოდა, რატომ ვამბობდი, არ მიყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფათქვა, ეს ერთი კვირაა, ეს ბიჭი კორპუს - კორპუს დარბის და რაცხას გამწარებული დეეძებს. დავინტერესდი და თქვენს მტერს, მე იქ ამბავი გევიგე! ამ ჩვენს ხელისუფლებას დოუბარებია, თუ ვინმე მთავრობაში მუშაობს და უთქვამს: კეთილი ინებეთ და, ჩვენ რომ ვაუჩერები დაგირიგეთ, სიდანაც გინდათ, იქიდან მეიტანეთ, თუ არა, სამსახურებიდან გაგყრითო! ხოდა, ეს შეშინებული ხალხი დარბის ახლა და დაეძებს თუ ვინმეს გოუნაღდებელი ვაუჩერი აქვს, რო იყიდოს, სამსახურში მიიტანოს და თავისი ვალი სამშობლოს წინაშე პირნათლად მოიხადოს. გადამრევს ეს ხალხი! კი მარა, რო არიგებდენ ამ ავადსახსენებელ ვაუჩერებს, თუ უკან დასაბრუნებელი იყო და ქვეყანას უჭირდა, ეს მაშინ არ ახსოვდათ? თავიანთი ვაუჩერების ღარიბებისათვის დასარიგებლად ყველა მედია საშუალებებს რო დაარბენინებდნენ? მაშინ დეეზოგათ ეს თანხები, არ აჯობებდა? მარა, რაშია საქმე, თუ იცით! - მერე ესეთი ზარ-ზეიმით ხომ ვეღარ აღნიშნავდენ თავიანთ 30 ლარიან ქველმოქმედებას!

ღმერთმა იცის ამ ჩვენს მდგრად ხელისუფლებას კიდო რა ბრწყინვალე აზრი მოუვა თავში და, ჯობია, გავჩუმდე, სანამ ჩემი კუთვნილი ვაუჩერიც არ მოუთხოვია მთავრობას უკან!   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1314
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია