დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგრიალოდ წევედით, თუ სამართლის საპოვნელად?
2011/04/11 14:13:41

ეს ბებერი კაცი კი ჩევერიე ამ საპოლიტიკო საქმეში და რას არ ვგებულობ ახლა. მაინტერესებს, რაფრა მიდის ჩვენი ქვეყნის ამბები და რა ვქნა, ბაბულიებო, აბა? იმდენი რაცხა მოხვდება ამ ჩემ ყურს და არჩიე ახლა ჭორი და მართალი მერე ამ ბებერი თავით. იანვარში რო სტრასბურგში წეიყვანეს ქართველი მოწმეები რუსებზე საჩივლელად, რაფრა გამოგვყარა მაგ უნამუსომ 2006 წელს და გაგვიბედა ესო-მეთქი, მევიფხან გულს და ვნახავ, რაფრა დასჯიენ მეზობელსთქვა. მარა ევროპელმა მსაჯულებმაც რავარი გამეიდეს თავპაიჯი?! ქართველი მოწმეები რო დაკითხეს, მის მერე ისთე მიფარცხა ჩვენმა ტელევიზიებმა მაგი ამბავი, ერთი მაღალმა ღმერთმა იცის, მგონია, რა განაჩენი გამოუტანეს იმ „დათვს.“ მარა, ნუ იტყვით, თურმე და ამ ჩვენს დელეგაციას კი უგრიალია იქანა. ამ შუაგულ ევროპაში ჭამა-სმა არ დოუკლიათ და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები. ყოველ საღამოს ქე ქეიფობდენ და იყო ერთი ამბავი, თურმე. მე თქვენ გეტყვით და, მაგი შეეშლებოდათ ახლა ქართველებს? 40 სული რო მეიყრიდა თავს, რაფრა გგონიათ ახლა თქვენ, ცოტა დაჭირდებოდათ იქანა? ვინ ჩივა, ბაბულია, ფულს, მეეგოთ მაინც მაგ სასამართლო და გეეხარებინათ ჩვენი გული, მარა სადაა სამართალი ამ დროში?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია