დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ქნა უსინდისო შოფერმა „ფიზმატის“ სკოლასთან
2011/04/04 12:54:22

გამოვყევი ამინდებს და ქე დავბოდიალობ ქალაქში. ორშაბათს „პოპულისკენ“ მივდიოდი, ვიფიქრე, თვალს გადავავლებ იქოურობას-თქვა. მარა, ნეტაი, არ წავსულიყავი! მე იქინა საცოდაობას ვუყურე! რო მივედი 41-ე სკოლასთან (ქე რო ფიზმატის სკოლას ეძახიენ), გევიხედე და, არ გამოვარდა აბგონზე გიჟივით ერთი მანქანა? სამი პატარა გოგო გადადიოდა გზაზე და ქე დეეტაკა ამ ბოვშებს. შეიქნა ერთი წიოკი და ამბავი. ახალგაზრდა შოფერი გადმოხტა და უსინდისოდ გეიქცა. მარა, ვენაცვალე ჩვენ პოლიციელებს, იქვე არ გასკვანჩეს, მოსახლეობაში რო გარბოდა? ეს ბოვშები კი გადარჩენ, მარა ერთი მძიმედ ყოფილა და თბილისში წოუყვანიათო. კი არ გოუხმაურებიათ ეს ამბავი ქალაქში, მარა მე ქუჩაში მოვკარი ყური და ქე გეტყვით ახლა თქვენც: ეს ახალგაზრდა, რაფრაც ამბობენ,  ჩვენი ქალაქის ვიცე-მერის, გორდელაძის მძღოლი ყოფილა და ამ მანქანის რულს, „კაიფში“ რო იყო, მაშინ ატრიალებდაო. ქე დეიდო იმ ბოვშების ცოდვა ბეჭებზე. რო მიიყვანეს პოლიციაში, შოუმოწმებიათ და ქე დადასტურებულა აგი ამბავი. მარა ამას ახლა პასუხს არ თხოვენ და სამართალსო, მკურნალობის ხარჯებს ქე იხდის თურმე თბილისში შოფერი და მისი ხალხი. ღმერთმა ჯამთელად ამყოფოს ის ბოვში, მე ამათი საცოდაობით დემეთუთქა გული, აგერ რამდენი დღეა, ვალერიანკის კაპლი არ გამიგდია ხელიდან და წნევის აპარატი! ამას რას უყურა ჩემმა თვალებმა. ფრთხილად იარეთ, ბოვშებო, გზაზე, რა იცით, სიდან მორბის „გაპარპაშებული“ მძღოლი! თქვენ და ჩვენ ვიკითხოთ, თვარა მაგენს ქე ყავთ კაი პატრონები და „კრიშები“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია