დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დოუნიშნეთ მანდატური პატარიძეს!
2011/03/28 12:51:02

წვიმიანი დღე იყო ნამეტანი, სახლში მივდიოდი. გევიფიქრე, მოდი ერთი ჩემ ძველ ძმაკაცს გოუვლი-თქვა და თამარ მეფის ქუჩიდან პირდაპირ გოდოუხვიე. იმერეთის რესურს-ცენტრი რომაა,  ხო იცით, იმ ადგილებში ცხოვრობს, საცხა. გადოუხვიე თუ არა, მხარი კიღამ მეცვალა! იმდონი ხალხი რუზრუზობდა, გედევირიე! ჯერ აქცია მეგონა, მარა იმნაირი წვიმა იყო, ქე გამიკვირდა... მერე ვიფიქრე, ჩემი ბევრის ნანახი თვალები ხო არ მატყუებს-თქვა და ხალხში შევერიე... დიპლომებს,  საბუთებს, ასლებს, ქსეროქსია თუ რაცხეებს აფრიალებდენ... რო ვერაფერი გევიგე, ერთ ჩემს ნაცნობს დევეკითხე. გევიგე, მარა რა გევიგე... გამოცდებისთვის საბუთების ჩასაბარებლად მისული მასწავლებლები რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს ლადო პატარიძეს გარეთ არ გამოუყრია გაკვეთილგაცდენილი კლასივით? - ნუ ხმაურობთ, ხელს ნუ მიშლით მუშაობაშიო. მერე რომელიცხა დაღლილი მასწავლებელი კედელს მიყუდებია და ამაზე თლათ გადარეულა: კედელი რატო დამისვარეთო! გაბრაზებულა და ყველა მასწავლებელი კინწისკვრით გარეთ გამოუყრია წვიმაში, მაქანე დეიცადეთო!

გედევირიე კინაღამ მისი ყვირილით და უზრდელობით, ვიფიქრე, მაინც არსად მეჩქარება და დევიცდი ერთი, რას იზამს-თქვა ეს ლადო. ვიყურყუტე, ვიყურყუტე და „დიდი ლადოც“ გამევიდააა... და, იცით, რა თქვა?„წაით ახლა ყველა სახლში, მაგ საბუთები დირექტორებს გამოატანეთო“. გადეირია ყველა, ამდენ ხანს რეიზა გვაყურყუტეთო. კი აყვირდენ, მარა რა უნდა ექნათ? წევიდენ სახლში გალუმპულები და შეურაცყოფილები... ხოდა, ლადო ქე შებრუნდა თავის თბილ ოთახში...

ესაა, ბატონებო, საქმე? მანდატურები მასწავლებლებს და ბოვშებს კი არა, ამ განათლების უმფროსს დოუნიშნონ, ჯობია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია