საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნაჩუქარი ვაუჩერები და ხახუნში დაორსულებული ქალბატონი
2011/03/21 13:10:25

გევიხედე, ახალი ნატამიფლუარი ვარ და, არ მომადგა ეს ჩემი მიშისტი მეზობელი დენის ვაუჩერით ხელდამშვენებული? აგერ გევიხედე კიდო და - სურსათის ვაუჩერიც არ მომიტანეს? გედევირიე კაცი, ამფერი გულუხვი როის მერე გახდა ეს მთავრობა-თქვა? მარა, თქვენ ნუ მომიკვდებით და, ამ მიშისტებადაც რავარი ზურგზეენაგადაგდებული ხალხი ოურჩევიათ: მევიდა და ქე გადამაყოლა იმ 30 ლარიან ვაუჩერს, იმდენი აქო და ადიდა ეს ჩვენ მთავრობა. ქე ვიფიქრე ჩემთვის ორი ამდენი ჩვენს ხელისუფლებას ამ ხალხის დაქირავება დოუჯდებოდათქვა. ორჯერ მევიდა და ერთი 60 ლარის კი ილაპარაკა, ხმა ისევე მიშას მიეცითო, ასეთი პრეზიდენტია და ისეთიო. ვითამ მასწავლიდა ახლა მე, რაცხა არიენ მაგენი.

ხო შემაყვარა, ბაბულიებო, ამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეკონომიურად ცხოვრება და ამ ჩვენი ლაპარაკის დროს რაცხა მომაფიქრდა ამ ნაგრიპალ თავში: შე კაი კაცო, მაინც თუ არიგებდი ამ დენის და სურსათის ვაუჩერებს, ერთად მაინც დეგერიგებია, მიშისტებისთვის მისაცემ ფულსაც დაზოგავდი და მათ შრომასაც გოუფრთხილდებოდი-თქვა, მარა, სად იციენ მაგათმა ეკონომია? ეგერ რავარი 250 მილიონი ჩამეიტანა ერთი გადაფრენით, მარა რად გინდა? დაანიავებენ ისე, კაცი ვერ გეიგებს იმის თავს და ბოლოს.

რავარც იქნა, გამევიდა ამინდები და წევედი იმ ყოფილ „სახალხო“ და ახლა „გადალიბერთებულ“ ბანკში ამ ვაუჩერების გასანაღდებლად. მივედი და რო დამიარა თავიდან ფეხებამდე, აქანა რა დადგება ამხელა რიგში-თქვა, მარა რაღას ვიზამდი, წამოსული ვიყავი და თან ვიფიქრე, გულს გადავაყოლებ, ხალხს დეველაპარაკებითქვა. დეველაპარაკე და მეტი არ ვქენი? კაი ხანს მომიწია იქინა დგომამ. იყო ჯიკავი და გაწევ-გამოწევა. ყველას ქე ეჩქარება ფულის აღება და კბილებით იცავდნენ თავის რიგს. დევიღალე ამ ხნის კაცი, მარა დასაჯდომი ადგილიც რო არ იყო, პირდაპირ ქუჩაში არ მომიწია რიგში დგომამ? გევიხედე, შუა ხნის კაი ლამაზი ქალბატონი გამევიდა ჯიკავ-ჯიკავით რიგის დასაწყისიდან, მთელი დღეა, აქანა ვდგავარ, იმდენი კაცი გემეხახუნა, მეშინია, ახლა ორსულად არ ვიყო, ახლა ამ ფულით გინეკოლოგთან თუ მომიწია წასვლამ, ეგი იკითხეთ თქვენო. კიდე კაი, კაცი რო ვარ-თქვა, მე გავიფიქრე, თვარა, რავარი დასახარჯია ეს მიშას ნაწყალობევი 30 მანეთი მაგფერი საქმისთვის?

რავარც იყო, 10 საათზე მისულმა კი მივაღწიე სალაროსთან საღამოს და ევიღე ეს ჩემი ნაცოდვილარი ფული. მე ვთქვი, ზეთს და შაქარს მაინც მევიმარაგებ-თქვა, მარა რას მიეკარები, ცეცხლი არ უკიდია ფასებს? გამევედი გარეთ ისევე, გუნებაში მიშას ველაპარიკებოდი: ერთი შენ იყო ახლა ჩემს ადგილზე, რაფრა მეიქცეოდითქვა, მარა მიშა ამ დროს 250 მილიონს იჯიბავდა და სად ეცალა ჩემი მდგომარეობის წარმოსადგენად?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია