დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მეიტან ამდენს, მოგაკლებ იმდენს!“
2010/12/20 15:23:38

რა კაი ხასიათზე ვიყავი ამ საახალწლოდ, მარა, რათ გინდა, ქე შემეცვალა გუნება-განწყობა. გედევირიე კაცი, რა ხდება ამ ჩემ ქუთაისში, გამაგებიეთ, ხალხო! ამ წინასაახალწლოდ რო ჩააყუდეს ციხეებში ქუთაისის ჯერ ბაღების და ახლა მარკეტების დირექტორები, ლამისაა გული გამისკდეს დარდით. ამდონი ქალები მაინც რო დეიჭირენ, ნამეტნავად შემეცოდენ, მარა რას იზამ. ბაღნებიზა გამოყოფილ სუპის და ფაფის ფულებს თურმე თვითონ იჯიბავდენ ჯიბეში. მარკეტებში კიდო, ჯერ რას ვყიდულობთ და რას ვჭამთ, აგიც არ ვიცით და ამას დამატებული - საშინელი კორუფცია სუფევდა საგადასახადოშიო. ახლა რო მუშაობდეს, ჩემ დროს რო იყო „სანეპიდსადგური“, ხო-ხო, იგენიც რას დააჯარიმებდნენ მაღაზიებს!

ბაღის კიდეზე რას არ გეიგონებ კაცი. თურმე ერთი იმნაირი „შიშკა“ დოუკავებიათ, არ გაახმაურენ აგი ამბავი, მარა, რა ვიცი, ხალხი ქე ამბობს, ტომრით მიატანიეს გოჩაიას უკან ფულებიო. ხოდა, ხალხი რო იტყვის, ხმა რო გავარდება, იქანე რაცხა სიმართლე ქე იქნება. მესმის, დამნაშავეები რო ყოფილან, მარა, იმნაირიც ქე გამეერიაო, ამბობენ, სასესხებლად რო მივიდა კაცი და სპეციალურად გოდოუღენ იმ დროს. აგია საქმე? ყველა ერთ ქვაბში არ უნდა იხარშებოდესო, ნათქვამი როა, ახლაც უნდა მასე ამ საქმეს. ქე იცით, გარიგებები რო ხდება,  „მეიტან ამდენს და მოგაკლებთ იმდენსო“. ხო, გამახსენდა, საპროცესო გარიგება ქვია მაგას იურიდიულ ენაზე. ყველას ეგონა, ახლა ქუთაისის ბიუჯეტი შეივსება და ეს მაინც წაადგება ცოტა ქალაქსო, მარა, ნურას უკაცრავად, გოდოუყვანიათ ყველა ფულის შემომტანი დედაქალაქში. - ასთე გამოაცხადეს ტელევიზორში. ახლა აქეთ ვინ გადმოაგზავნის იმ ფულებს! ისთე, ნამეტანი იცის ამ ჩვენმა მთავრობამ. ჯერ მიუშვებენ და, ვითომ ვერ ხედავენ, რაფრა ჭამენ ფულებს ზოგ-ზოგიერთები. მერე უცეფ, ჰოპ და რაც იშოვა, ტომრით მიატანიებენ უკან. ხალხს კატათაგვობანას ეთამაშებიან...

ისთე, ქე მესმის იმდონი ამ ბებერ კაცს, რო დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს ყველამ, მარა თუ დამნაშავეა, ამ საპროცესო გარიგებებით რაფრა ხდება მერე უდანაშაულო და შეწყალებული? მომკალით და, ისთე მოვკვდები, ამას ვერაფრით გევიგებ. მიიტანეთ დროზე, ბიძიებო, ფულები, ვინცხამ იშოვეთ, რაცხა მიდექ-მოდექით, მეისესხეთ, გედეიხადეთ და გეითენეთ ახალი წელი თქვენ-თქვენ ოჯახებში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია