დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოტაცებული ქაიხოსრო
2010/10/18 13:38:42

არა, ეს ამბავი   რო  არ  მოგიყვეთ, გედევირევი! უნდა გაცინოთ... მარა, ისე, უფრო სატირალი ქეა!

თბილისში დამიძახეს ბოვშებმა, სახლის კურთხევა გვაქვს და უშენოდ არაფერი იქნებაო... მეც მევემზადე ჩემებურად: წევედი ბაზარზე, კაი ქუთაისური საცივის სუნელი და ნიგოზი ვიყიდე (თბილისში ნაყიდი სუნელი არ გეიშვა არსად, შეღებილი ნახერხია პირდაპირ!) ქე დამძიმდა ამასობაში აი ჩემი ჩინთე... დავრეკე ტაქსებში, მეც გევერიე მარაქაში, 600-ები როა, ე იქ... პირდაპირ სახლის კიბეებთან მომადგა კაი გასისინებული მერსედესი; ჩავჟეი მეც შითე და გევეშურეთ ავტოსადგურისკენ... შოფერი იმისთანე გადადგანებული იყო, ძლივას სუნთქავდა, აქედან რეპლიკებს ესროდა სხვა მძღოლებს, არ იცით მანქანის მართვაო! ვეუბნები, შიგნით შემიყვანე, სადგურში, საიდანაც გადიან თბილისის მარშრუტკები-თქვა; არაო, აგერ ჯობიაო და იქვე, გზისპირას, სავაჭრო ცენტრი რო შენდება, იქანე მიმაყენა ტალახში - ე, აქედან გადიან თბილისის მარშრუტკებიო!

გევიხედე, რაცხა პატარა სადისპეჩერო ბუტკა დგას, არიან მძღოლები მგზავრებზე მეტი და გააქვთ და გამოაქვთ... ბიჯო, ვეუბნები ჩემი ტაქსის შოფერს, - ვიცი მე, სიდანაც დავდივარ, იქინე მიმიყვანე, შე დალოცვილო, მე ვაგზლის მოედანი მაწყობს, ესენი დიდუბეში ჩამომსვამენ და მერე უყარე კაკალი-თქვა... არა, ბატონოო, გადეიჭრა ვენები ტაქსის მძღოლმა, ესენიც ქე შედიან ვაგზალზეო! ნამეტანი გავმწარდი, ეს კაცი აშკარად ძალადობს ჩემზე და ამას რავა დავაჩაგვრინო თავითქვა!

- ახლავე წამიყვანე, სადაც გეუბნები-თქვა!

- რავა, ბატონო ქაიხოსრო, არ მენდობიო? ახლავეო და, რო დოუძახააა!!! უცბათ ხუთი შოფერი შემომესია, ყივჩაღებივით შემომეხვივნენ, რავა გეკადრებათ, ნამდვილად მივდივართ ვაგზლის მოედანზეო! რაია, ქუთაისელ კაცებს არ გვენდობი და არ გვიჯერებო? მეც გავაჩიჩინე ფეხები და არ გადმოვდივარ ტაქსიდან... შემომესიენ, ზოგმა სუმკა გამომტაცა და საცხა მიარბენინებს, ზოგი მე მიმარბენინებს. ეტყობა, შეკრული იყო ამ „ფირმასთან“ ი ჩემი შოფერი, ქე გავდა ლოტოს კოჭს... და მგზავრები მაგენთან ქე მიყავდა, იქეთა „ფირმასთან“ აღარ უშობდნენ მგზავრებს, პირდაპირ ყრონტში იყვენ დადარაჯებული...

უუუი, დედაია, ეს რა იყო, ააა! ჯანდაბას მაგათი თავი, კარგად კი ვიმგზავრე, ვაგზალზეც ნამდვილად შევიდნენ... მარა, იმ ტაქსის მძღოლს რავა ჩოუჯდები აწი მანქანაში....

ეს მოძალადე, ეს!

რა იყო კაცო ეს, ააა...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია