დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეროვნული დროშა... გამვლელების გასაფრთხილებლად!
2010/10/04 12:30:24

- ბაბუა, იმ ბიჭებს ამ სიცხეში რატო ცივათ? - შეეკითხა ავტობუსში, ჩემ გვერძე, კაცს მის მუხლებზე მჟდარმა პატარა ბიჭმა და ფანჯარაში გაახედა.

მეც ქე გევიხედე, რას ტიტინობს ე ბოვში-თქვა. გევიხედე და რას ვხედავ - დგალარიენ ბიჭები, რავარც შევატყე, სტუდენტები, მოუდვიათ ბეჭებზე საქართველოს დროშა და გახვეულარიენ შითე. იმ ბაბუა კაცს იმნაირი გამოთაყვანებული სახე ქონდა, მაშინათვე მივხთი, რაი ეთქვა ბოვშიზე, არ იცოდა და ქე დავასწარი: მაგენს ნამეტნავათ ნაყვარებათ სამშობლო და დროშა ჩოუხუტებიათქვა.

ამის თქმა და, რო წამომესიენ ავტოუბსის მგზავრები! ეტყობა, ისე გამწარდენ, ჩემი მასხრობა ვერ გეიგეს.

- რავა გეკადრება, შენ მაინც არ უნდა ლაპარიკობდე ასთე, ქაიხოსრო ბატონო! - შემომიტია ერთმა შორეულმა ნაცნობმა. - საციგნოდ გვაქვენ საქმე? კიღამ გედევირიე კაცი. ავტოქარხანაში, ბეტონთან მდგარ მარშუტკას ფარდებად ერვონული დროშა რო ქონდა ჩამოფარებული.

იმნაირ დღეში ჩავარდი, თავის მართლება დევიწყე:

- რავა გონიათ, მე არ ვარ ქართველი და ამაზე გული არ მტკივა? რავარც ვატყოფ, თქვენ უფრო უარესი არ გინახავთ - გოგოებს რო საქართველოს დროშისგან შეკერილი ლიფები და ნიფხვები აცვიათ!

თავი კი მოწონს თქვენს ქაიხოსროს საფიჩხიელებით და ხშირად სიამაყით ევივლი და ჩევივლი ნაცნობ ქუჩებს, ხოდა, ოთხი დღის წინ ზარდალიშვილის ქუჩაზე მოვხდი. ვინცხას გზა მოუთხრია, ტრუბები ჩოუყრია შითე და მიუტოვებია. ვინმეს თავ-პირი რო არ დეემტვრია, გარიხინებული ჯოხი ჩოურჭვია  შუა გზაზე და მასზე ეროვნული დროშა შემოუხვევია! თვალებს არ დოვუჯერე და რამდონჯერმე მევიფშნიტე. ნამდივლად სიზმარში ვართქვა და ერთი-ორჯერ ისე მწარე ვიპწკინე გამოსაფხიზლებლად, ტკივილისგან ავხტი. მარა ჩემი დასაფსები თვალები არ მატყუებდა. ახლოს მივედი, ახალთახალი დროშა დამხვდა, კაი ხანს ვეფერე, მერე ვინმემ ძაღლები არ მომისიონთქვა და შეშინებულმა უკან მოვკურცხლე.

მოვყევი აგი ამბავი და ჩემი ჩამოსვლის დროც მევიდა.

ქუჩაში მიმავალი ჩემთვის ვფიქრობდი: ირტყი მჯიღი გულში, ქაიხოსრო, რამდონიც გინდა, ვის ეყურება! ვინცხეები იჭაჭებიან - შემდგარია ე ჩვენი სახელმწიფოო, ვინცხეები - არ შემდგარიო.

მარჩიელობის ნიჭი ვინ მიაშავა ქაიხოსროს, მარა იმას მაინც ვხვდები, დროშა სახელმწიფოს სიმბოლიკა როა და მისი აბუჩად აგდება ქვეყნის მასხრად აგდება როა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია