დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაპატიმრებული „ტავარი“
2010/09/20 13:08:38

რავარც კი პატარა აგრილდა, თქვენმა ქაიხოსრომ ჭავჭავაძის ბაზრობისკენ გოუწია. ქე წავათრიე ე ჩემი ბებერი ძვლები ბაზრობამდე, მარა რას გეივლი, ტევა არაა, იმდონი ხალხია. ზოგი ჩანთებს არჩევს, ზოგიც - ტანსაცმელს. მარა მყიდველიც და გამყიდველიც წუწუნ-წუწუნით დეიარებოდა. ვიფიქრე, ალბათ სიძვირემ გოუხეთქა ამ ხალხს გული-თქვა. გარეთ ვერაფერი ვერ გევიგე, ხოდა ავდექი და ამ ჩვენ ახლადგახსნილ ქარვასლას მივაშურე. შიგნით რო შევედი, ქე მესიამოვნა, აგერ კაი სიგრილე, სისუფთავე და კაი გაპრანჭული გამყიდველი ქალები რო დევინახე. ქე იჯდნენ ე ქალები და იყვენ მოჩერებულები იმედიანი თვალებით, რამე ხომ არ გნებავთო. რა მნებავდა, ერთი თეთრი არ მედო ჯიბეში, მარა მაინც შევედი. ხოდა, ამ ჩემი ერთი შესვლით გადევირიე, იმისთანა რამე გევიგე. ამ შენი ქარვასლის მოვაჭრე ქალების მთელი „ტავარი“ საბაჟოზე არ დოუკავებიათ? ხოდა, ქე დევს ეს „ტავარი“ ეხლა თურქეთის საზღვარზე და ელოდება პატრონს... მარა ეგ არაფერი, იმიტო გოუჩერებიათ ამ წვრილი ვაჭრების საქონელი, ვინცხა ბობოლა ვაჭარს სტამბულიდან შემოუტანია თავისი საქონელი. ხოდა, ეს მაგარი ვაჭარი ამ მთავრობის კაცი ყოფილა და მაგის კისერზე ყოფილა ამდენი ხალხის ულუკმაპუროდ დატოვება.

გადარეული გამევედი იმ ქარვასლიდან. ვიფიქრე, ამისთანას რავა იკადრებს ჩვენი მთავრობა-თქვა! თითო საროჩკის გულიზა რავა შეირცხვენს ულვაშს-თქვა. ეს ჩემი ნაფიქრი ხმამაღლადაც ქე ვთქვი, მარა იგიც ქე ვიფიქრე: ქაიხოსრო, გეტყობა, დაბერდი და სულ გამოპრუტუნდი! ამნაირები უკადრებია ჩვენ მთავრობას? არ დაჭირდეთ, თვარა?...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1945
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია