აპაპაპა, „პოპულის“ მიმართულებით არ წეიყვანო მაგი მანქანა, თვარა დეგემტვრევა! - ჯავახიშვილიდან და ბუხაიძიდან შემოუარე-თქვა!“." property="og:description" />
დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზმეიკები ქუჩებისთვის
2010/07/26 12:50:26

- აპაპაპა, „პოპულის“ მიმართულებით არ წეიყვანო მაგი მანქანა, თვარა დეგემტვრევა! -  ჯავახიშვილიდან და ბუხაიძიდან შემოუარე-თქვა! - შევყვირე მაშინათვე, რავარც კი გამარჯვების მოედანზე  შეაქროლა შოფერმა თავისი ტაქსად გადაკეთებული „ბეემვე“.

- რავა გეკადრება, ქაიხოსრო როსტომიჩ, გაპრიალებული ასვალტი როა, ვერ ხედავო? - მიპასუხა არხეინათ ჩემმა ნაცნობმა ვიტალიამ და ქე გამაფრინა ჩიტივით. თვალს არ უჯერებდი: სა იყო ამდენი ხნის ნაჯიჯგნ-ნაგლახავები ქუჩა, გვერდზე დაწყობილი ტრუბები და პაკრიშკების დოუძინებელი მტერი - ქვაღორღი, არც შეჯგუფულად მორახრახე ტრანსპორტი ჩანდა სადმე: წვიმით დანამულ, სარკესავით გაპრიალებულ შავ ასვალტზე იქეთ-აქეთ მიფრინავდენ ნაირნაირი მანქანები.

- აუ, ქეა ახლა ლამაზი ეს ქუჩა, მარა... რათ გინდა!.. - ამოიხვნეშა ჩემმა ოჯახობამ. - გაახსენდებათ მალე, რო რომელიცხა ტრუბაა კიდო ხელახლა ჩასაწყობი: გაზის, წყლის... ტელეფონის კაბელები - გასაკეთებელი და...

- გაგიხმა მაგი მწარე ენა შენ! - მივაწყევლე კარგა ლაზათიანად ნაზიკიას, - მაცალე ცოტა ხანს მაინც, ამ ახალი ასვალტით გახარება!

ვიტალია კაიხანს გვიგდებდა ყურს ამ ჩხუბში გართულ ცოლ-ქმარს და იცინოდა, მერე შემომაპარა: შენ დიდი ნავალი კაცი ხარ, ბიძაჩემო და ვიცი, ხელისუფლებაშიც გიცნობენ შენი ცქვიტინა ულვაშებითო...

- რაი გინდა, მითხრა, ვიტალია, თქვი პირდაპირ-თქვა, გავამხნევე.

- რაი, ბუჯო, და ამ ქუჩებს მთელ სიგრძეზე ზმეიკები ჩააკერეთ-თქვა, ასწავლე იმგენს.

- ვის ვასწავლო, რაის ზმეიკები, კაცო, ხვარ გაგიჟებულხარ.

- ვის და, ჩვენ ხელისუფლებას უთხარი, ზმეიკები გოუკეთეთ გვერდზე ამ მოასვალტებულ ქუჩებს და, ტრუბების გამოცვლა ან კაბელების ჩაწყობა რო მოგინდებიენ კიდო ცოტა ხანში, ჩამოწევთ ზმეიკას და აღარ დაგჭირდებათ მთელი ქუჩის გადათხრა; რო დაამთავრებთ მუშაობას, ქე აწევთ უცფათ-თქვა.

ვიტალია ამდონ ხანს ერთი გოუნათლებელი ტაქსისტი მეგონა, მარა, ა, შეხედე, თუ არ ქონია ჭკუა!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია