დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსავალს მიხედეთ ფერმებში, მოსავალს!
2010/07/06 13:13:43

ჩვენ სამთავრობო სახლში გახლდით, ჩემო ბატონო, ერთ სამეზობლო საქმეზე. მე ვთქვი, მივალ, ჩვენი ქუჩის გაჭივრებას ოუხსნი იქანე, დემეხმარებიან... მითუმეტეს, არჩევნებში მილიონ რამეს გვპირდებოდენ. ხოდა, ერთ კაბინეტში შევიხედე და, მიჩერებია მდივანი კომპიუტერის ეკრანს ხალისიანი სახით, პიანინოსავით უკრავს კლავიშებზე, თან იქავეს მჯდომარე დაქალს თუ თანამშრომელს ეუბნება - მოსავალი ევიღეო. მოსავლის ამღებს უგავდა სწორედ ი ფრჩხილები! მეორემ რა უთხრა, იცით? - მე ვერ მიუსწარი წუხელის და პამინდორი გამიხმაო. მარა ჩემმა დამ, სამაგიეროთ, უკვე ორი მილიონ ოთხასი გააკეთაო.

გედევირიე კაცი: ამფერ მუშა გოგოებს, აქანე რო ყოფილან, ჯერ არ შევხვედრივარ. ძლივას არ ვნახე მიწასთან დაკავშირებული, საქმიანი ხალხი?

ჩემი საქმე სულ დამავიწყტა, კაიხანს ვუსმენდი მაგათი ბიზმესმენობის ამბებს: ფერმებიო, ყანებიო, ძროხებიო, ღორებიო... მე სულ არ გავხსენებივარ და არ უკითხივარ, რა გნებავს, მოქალაქეო. მარა, ამასობაში ვინცხა შაოსანმა ქალმა შემეიხედა და თავის განცხადების ამბავი იკითხა. მაგი ინვალიდმა კაცმა გაწია გვერდზე  - ურიგოთ მეკუთვნის მე შესვლაო და მაშინ ქე შემოუძახე გულში ჩემ თავს:  რას  დაყურ-ყუტობ აქანა, ბერიკაცო-თქვა.

იმ გოგომ რაცხა ანგარიშები გაასწორა კიდო კომპიუტერში და მერე უხალისოთ ამოგვხედა, გისმენთო.

იქიდან წამოსულმა სკოლაში გამევიარე - შვილიშვილის გადაყვანა გვინდა სხვაგან და, მე ვთქვი, პირობებს გევიგებ, როის გევიტანო საბუთები-თქვა. იჟდა ი საშუალო ხნის დირექტორიც კაბინეტში, ჩართული ქონდა დიდი შავი კომპიუტერი და გახარებული ყვიროდა: გავყიდე, გავყიდე მოსავალიო! მოადგილე თუ ვინცხა ეხვეწებოდა, ყანა მაქ დასახნავიო, ცოტა ხანს მეც დამარგვევიე ბადრიჯანი და პიმპილე, იქანე გოგოებმა დამასწრენ დაჟდომაო.

სამჯერ მაინც ჩავახველე კარებთან და ბოლოს, რავარცხა იყო, უგულოთ, ძლივას დამიქნიეს თავი, მობრძანდითო.

სახლში მოვყევი ეს ამბავი და შვილიშვილი მოკვდა სიცილით: რაის ბიზნესია მაგი, ბაბუა, ფეისბუკში თამაშობენ ფერმილიებს. მეც იმისთანა ფერმა და ეზო მაქვს, გული გაგინათდება, მოდი, გაჩვენებო.

ასთე გავცუცურაკდი დღეს ყველგან, საცხა ვიყავი.

კი, მარა, გამაგებიეთ ერთი ვინცხამ: ამ ხალხს იმიზა აძლევენ ჯამაგირს, ყოველდღე კომპიუტერში ბოსტნები გააშენონ და ძროხები აბღავლონ? უმფროსები არ ყავთ, კაცო, რო ერთი კაი დოუცაცხანონ ამ უსაქმურებს და გააგდებიონ ხელიდან მახათები?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2327
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია