დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა დროა ქუთაისში?
2010/06/28 12:57:41

არა, კაცო, არ იქნება ჩვენი საშველი, განსაკუთრებით - ამ ქუთაისში! ქე იძახიან, არიქა, ასე იქნება და ისე იქნებაო, მარა ჩაქნეული მაქვს ხელი, აღარაფრის იმედი აღარ მაქვს. მეტი არაა ჩემი მტერი ესენი რამის გამკეთებლები იყვნენ, მითუმეტეს ახლა - არჩევნების გზით კიდე მოაჯდნენ თავთავიანთ სკამებს. არ დამიწყოთ ახლა, რამ გაგამწარა, ქაიხოსროო! რამ გამამწარა და - მაგათმა უპასუხისმგებლობამ.  მაგათ ქალაქის ცენტრში, საათზე ვერ გოუსწორებიათ ისრები და ამ ქვეყანას გაასწორებენ?

მოგიყობით ახლა ამბავს და თქვენც თუ არ გაცოფდებით, აგერ ნახავთ.

ჩემმა ძველმა ნაცნობმა დამირეკა და მითხრა, ქაიხოსრო ბიძია, საქმე მაქვს შენთან და საათთან შემხვდი 2 საათზეო. წევედი, გევემზადე, ჩამევედი წრიულიდან მოედანზე და რო მგონია, ცოტა ადრე მივედი, ავხედე საათს და... ცხრას არ უკლია თხუთმეტი წუთი? არა, კი დავბერდი, მარა, მე ვიფიქრე, მთლად ასე რავა გამოვჩერჩეტდებოდითქვა. არადა, გაგანია სიცხეა და ე ჩემი მაჯის საათიც არ გამიკეთებია ხელზე, საათთან ვხვდები და საათი რა ჯანდაბად მინდათქვა. ერთი სიტყვით, შემამჩნია ეს ჩემი დაძაბულობა ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა, მევიდა და მითხრა, ბაბუა, არ ინერვიულოთ, თქვენ არ ხართ ცუდად, ეგ საათია ჩამორჩენილიო, გუშინ შეყვარებულთან კინაღამ წამაჩხუბაო.

დავწყნარდი კაცი. არა, სულ რამდენიმე წუთს გასტანა ამ ჩემმა დაბნეულებამ, კი გევიგნებდი მე ჩემ დროს მარა, სირცხვილია, ერთი საათი რო გაქვს და ისიც უკან ჩამორჩენილი. არადა, 

მიყვარს, კაცო, ეს საათი! რა გახდა ამ საათის გასწორება, სულ რაღაც ორი წუთის საქმე იქნება. რაფერაც მე მახსოვს, ცოტა ხნის წინ გაუკეთეს რეაბილიტაცია, მაგრამ კი ვიცი მე მაგათი რეაბილიტაცია რანაირია. გაასწორეთ, ბატონო, საათი, გაასწორეთ, თუ არა, თუ ცოტა შარიან გუნებაზე მოკრა მიშაიამ თვალი, ვერ წაგივათ საქმე თლად კარგად. მაგი კორუფციულ გარიგებებზე ხუჭავს თვალს, თვარა, ამნაირ რაღაცას ვერ მეითმენს, მიგრძნობს გული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია