საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„სექსაობა“ გაკვეთილების მაგივრად!
2010/06/14 13:51:09

მი­შამ წლების უკან რო პატ­რი­ოტ გო­გო-ბიჭებს ბუჩ­ქების გზა მი­ას­წავ­ლა, ქე გე­დე­ვი­რიე მაშ­ვინ და კიღ­მე დე­ვი­ჭა­მე გაც­ქვი­ტი­ნებული ჭრო­ღა ულ­ვა­შები, მა­რა პირ­ვე­ლი სკო­ლის გვერ­დზე, სკვერ­ში რო ჩახუტობანას სე­რი­ა­ლები სა­კუ­თა­რი თვა­ლით დე­ვი­ნახე, ე მა­შინ ქე ჩა­მი­ვარ­და პირ­ვე­ლათ ენა და გა­დამ­ცთა ყანყრა­ტო­ში კაიხანს. მო­გიყევით ამას­წი­ნებზე ეგი ამბავი... მა­რა, რაც გუ­შინ ამ თვა­ლებმა დე­ი­ნახა, მას მე­რე ჭკვა­ზე არ ვარ დრო­უ­ლი კა­ცი!

მივბაჩუ­ნობდით მე და ჩე­მი ამხანა­გი გო­გიე გუ­შინ, დღი­სით და მზი­სით, ქე რო კი­ნო­თე­ატ­რი „სუ­ლი­კო“ ერ­ქვა და ახლა გა­სარ­თობი ცენ­ტრი ქვია, აი, იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ღე­ლე-მდი­ნა­რე ოღას­კუ­რა მი­დის იქა­ნე, სა­შინ­ლათ დაბინ­ძუ­რებული, პა­ტა­რა ხიდია ზე­თე გა­დებული და გვინ­დო­და, მეგ­ვეჭ­რა გზა, რო მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდობის სა­სახლე­ში მიგ­ვე­კითხა შვი­ლიშ­ვი­ლებიზა, ან­სამბლში ცეკ­ვა­ვენ იქა­ნა. გე­ვიხედეთ და... მო­ფე­ნი­ლია სკო­ლის ასა­კის გო­გო-ბიჭებით იქო­უ­რობა - აქეთ, იქით... ხეების ქვეშ, ბუჩ­ქების ქვეშ... პროშ­ნი­ან და ახრჩობენ ერ­თმე­ო­რეს გვერ­დიგ­ვერდ, არც ერ­თმა­ნე­თის რცხვე­ნი­ათ და არც გამ­ვლელ-გა­მომ­ვლე­ლის... იქ­ნებიან ასე 14-15 წლის, ან ცო­ტა უმ­ფრო­სი ასა­კის მოს­წავ­ლეები, მშობლებს სკო­ლა­ში რო ყავენ გა­მო­შობილი და ეგე­ნი, გაკ­ვე­თი­ლების მა­გივ­რად, სექ­საობას სწავ­ლობენ!

გე­დე­ვი­რი­ეთ მე და გო­გიე, რა დე­ვი­ნახეთ აგი! ერ­თი ბუჩ­ქის წინ პა­ტა­რა გო­გო მხედა­რი­ვით შემჯდა­რი იყო და­კუნცხულ ბიჭ­ზე და ის­თე კოც­ნი­და, სე­რი­ა­ლებში რო გვიყურებია - არ­წი­ვის მარ­თვე­სა­ვით ჩაფ­რე­ნი­ლი!..იმ ბიჭ­მა, ქე რო წა­ვას­წა­რით, ზეთ წა­მო­ი­წია და გო­გოს უთხრა, გვიყურებენ, ადე­ქიო და იმ სა­სიკ­ვტი­ლემ ხმა გა­მო­ა­ღებია? ის­თე გა­და­ე­ფოფ­რა, რა­ვარც ზონ­დი­კი! რა­ის სირცხვი­ლი! რა­ის და­რი­დება!

ამა­სობაში მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდობის სა­სახლის ერ­თი პე­და­გო­გი წა­მეგ­ვე­წია, ჩე­მი რძლის კლა­სე­ლი, ხოდა იმ ქალ­მა დარცხვე­ნით მითხრა: ვა­ი­მე, ქაოხოს­რო ბიძია, ნე­ტა­ვი, იცო­დეთ, რა დღე­ში ვართ! ამ ბავ­შვებს რო უყურებთ, ხან ჩვე­ნი სა­სახლის ქვეშ, ბოძებთან, მოძ­ვრებიან და იქ იმას­შობიან... ზე­მო­დან ვუყვი­რით, ვეჩხუბებით, მა­რა ვე­რა­ფე­რი მო­ვუხერხეთ, ვერ მო­ვი­შო­რეთ, რა ვქნათ, აღარ ვი­ცი­თო!

დი­დუ, ქაიხოს­რო! მო­გიკ­ვტა უბედუ­რი თა­ვი! ასე­თი გა­თახსი­რებული თაობა თუ წა­მე­ვი­და და აღარ იქ­ნა საშ­ვე­ლი, ვის უნ­და დო­უ­ტო­ვო აი ნა­ფე­რები ქვეყანა!

პა­ტა­რა ბოვ­შებს მიხედ­ვა უნ­და, მიხედ­ვა! ან პატ­რულ­მა გა­ა­ჩე­როს ხან­დისხან მან­ქა­ნა, ან მშობლებმა ჩა­მე­ი­ა­რონ, ან პე­და­გო­გებმა მო­ი­ძებნონ გაკ­ვე­თილ­ზე გა­მო­უცხადებელი ბოვ­შები!

რაცხა იმას­ვქნათ, თვა­რა, მითხრობია მე თქვენ­ზა, სე­რი­ა­ლების ნაყურებ-ნაბჟუტუ­რები ბაღ­ნები მა­ლე გო­გო-ბიჭებათ კა­რა, შე­იძ­ლება, ბიჭ-ბიჭებათ და გო­გო-გოგოებათაც დაწყვილ­დენ და ე მა­შინ მე­გე­ცათ ლხენა! მე შენ გეტყვით და, იქ­ნება ვინ­მე ხელის­შემ­შლე­ლი მა­გა­თი „სექ­საობის!“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1333
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია