დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემონტებულ სტადიონზე ბოვშებიც არბენიეთ, ბოვშებიც!
2010/06/08 14:03:04

ქე იცით ახლა, ქუთაისში რავარი ზარ-ზეიმით გეიხსნა ჩვენი, ძველი-ახალი სტადიონი. იმისთანა გარემონტებულია და გოუდის ყოლიფერს სივილი, ქე დეეფსება მტერს თვალები, აპა რა იქნება!

მე, როგორც ძველ სპორტსმენ კაცს, სახში მომართვეს მოსაწვევი, აპა, უჩემოდ ხო არ ჩეივლიდა ეგი ამბავი. ხოდა, პარასკებს კაი გამოპრანჭული წევეი სტადიონზე. წერილიც ქე მქონდა გაშანშალებული მიშასათვის გადასაცემათ, მინდოდა, ერცახე წვლილი ჩემებურად შემეტანა ქუთაისური სპორტის მომავალ განვითარებაში. ჩავჯექი მარშრუტკაში. გზაში იმნაირ ამბავს ყობოდა ორი ქალი, წერილის გადაცემაზე ცოტა ქე შევფიქრიანდი, მიშას დაცვამ მეც არ მიმბეგვოს ე ბებერი კაცი-თქვა.

ჩამევედი სტადიონთან, ხალხის ნაკადს შევყევი, დროშების ფრიალით ქე მიდიოდენ ახალგაზდები. გადაჭედილ სტადიონს რო გავხედე, ძაან მემეწონა ხალხის სიმრავლე, ძველი დრო გამახსენდა. კაი იყო, აპა რა, ყველა რო ერთდროულად ვყვიროდით: მიდი, მიდი, დაარტყი... გოოლ!!!

ამდონ ხალხში ჩემი ადგილი რაფრა მეძებნა, ვინ მიმიშვა იქამდე! გავხედე და ჩემ ადგილზე ლოჯაში ქე იყო ვინცხა წამოკოსებული. ცოტა ხანს, სანამ ჩემმა ბებერმა ფეხებმა შეძლო, ქე ვიდექი. მერე ჩევიქნიე ხელი და წამოვჩანჩალდი გულდაწყვეტილი უკან. წერილის გადაცემა კი არა, თვალი ძლივას მოვატანე პრეზიდენტს. გაჩერებაზე რო ჩამოვდიოდი, ჯიბეში ხელი ჩევი-ყავი ხურდიზა და ხურდასთან ერთად ი წერილიც ამოვაყოლე ხელს. ეეხ, რაფრა მინდოდა, მიშას წეეკითხა?

თქვენ მაინც გეტყვით ორი სიტყვით, ცოტა გულზე ე ლოდი მინდა მევიცილო: ძაან მიხარია, ჩემო მიშა, სპორტიზა რო ასე ზრუნავთ, მარა, პატარაობიდან თუ არ ასწავლეთ ამ ჩვენ ბოვშებს გაქცევ-გამოქცევა, თოკზე კონწიალი, ბურთის გორიალი, არაფერი გამოვა,  ბაბაია! ახლა     მწვრთნელები     მოგვყავს    საზღვრებს    იქიდან,   მარა ნელ-ნელა სპორტსმენებსაც ქე მევიპაიჟებით, ასე თუ გაგრძელდა. თქვენ ქაიხოსროს სწორეთ იმისი ეშინია, ვაითუ ამ გარემონტებულ და ახალაშენებულ დარბაზებში საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილმა სპორტსმენებმა იტრიალენ, ჩვენი ბოვშები კი პირდაღებულები მიაჩერდენ მოედანზე მოთამაშეებს და თუ გეიმარჯვებენ - მალადეც ქართველებსო, შემოსძახონ! ხოდა, ჩემო კეთილო ქართველებო, ბოვშებს გზა და კვალი დროულად თუ არ ვუჩვენეთ დიდი სპორტისკენ და თაობა არ გავზარდეთ,  ქე დეგვეფსება თვალები, აგია საშიში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია