საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვინ თქვა, წამლები გაიაფდაო?
2010/05/17 12:21:47

ქაიხოსრო, ადექი, კაცო, გაშუადღდა უკვეო, რო მომაყვირა ოჯახობამ, ძლივას წამოვწიე ზეით ე ჩემი ბებერი წელი. რაცხა, არ მომყვა ისთე, მე რო მინდოდა მარა, რას იზამ. ასაკი თავისას შობათქო გევიფიქრე. ავდექი მარა თქვენს მტერს, ისთე დამკრა წელზე, ქე გავშეშდი ნახევარი კაცის სიმაღლეზე. ვაი დედას ძახილით გევეტიე სახლიდან და პოლიკლინიკისკენ ევიღე გეზი. მარშრუტკაში ძლივს ავბობღდი, ჩამოსვლაზე კიდო ძლივას ჩამოვბობღდი და ასთე მოკუნტული, კვნესა-კვნესით შევქანჩალდი ექიმის კაბინეტში, რავარცხა იქნა.

ექიმმა ისთე, დამადვა ნატკივარ ადგილზე ხელი, უფრო ხმამაღლა დამაწყებია ყვირილი. ოპერასთან რო გეივლიდი და ისმოდა აააა, იიიი... ქე გემახსოვრებათ, ხოდა, მეც  იმნაირათ ავმღერდი. ამას, ბატონო ქაიხოსრო, წამალთან ერთად, სხივებიც უნდა მიახმაროო! -  დამარიგა. მერე დანიშნულება ჩამომიწერა და აფთიაქისკენ წევედი. სამი თავი წამალი მქონდა გამოწერილი: მაზი - ერთი, ტკივილგამაყუჩებელი - მეორე, მესამე კიდო კუჭიზა გამომიწერა რაცხა. წყლული მაწუხებს და იმიზა. ხოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, ქე დავტოვე ნახევარზე მეტი პენსია იქანე. სახლში ერთი კვირა ქე ვისვი თუ ვყლაპე აგი წამლები მარა, რა... არაფერი! ღამე ისთევე დემეწყო ტკივილები და ექიმს გოდოურეკე ისთევე, მიშველე რამეთქვა. იმან კიდო ყურმილის ბოლოდან შემახსენა, ქაიხოსრო ბატონო, სხივები რეიზა არ დეიწყეო.

წევედი მეორე დღეს სხივებზე და პენსიის მეორე ნახევარი ნახევარ კურსზე შემომადნა ხელში. არ მომიხდათქვა მთლად ასთეც არაა, ტკივილმაც მიკლო, წელშიც ქე გავსწორდი ცოტათი. მარა რათ გინდა, გამოჯამთელება ქვია ამას? მადა ქე დამიბრუნდა, რავაცხა იყო, მარა საჭმელი აღარაფერი მქონდა სახლში! ცოლიც ჭადზე და მზახლის მოწეულ რაჭულ ლობიოზე დავსვი თვის ბოლომდე, არაფლის ყიდვის თავი რო არ გვქონდა.

ესაა, კაცო, საქმე? წამლებს ფასები დოუკელითო, ეგენი რო იძახიან, ვერ გევიგე მაგი მე: მარტო თავისტკივილის და გაზების წამალზე ფასების დაკლება არ ყოფილა დიდი შეღავათი პენსიონრებიზა, ჯერ პენსიები გეეზარდა ამ ჩვენ პრეზიდენტს და მერე ეკლო ფასები, ჯობდა! მარა რას იზამ კაცი, ასეა ჩვენ ქვეყანაში, ყოლიფერი ახლებურად და უკუღმა უნდა აკეთოს ჩვენმა მთავრობამ, ასვალტის დაგების არ იყოს.

, Q pxისთვის უცხო და უჩვეულო. იმ დღეს პირველად ვიმღერე, მეუბნებიან, რომ - არცთუ ცუდად.“

 

თვითონ ცდილობს, ჩარჩოების გარეშე იცხოვროს. საერთოდ, უყვარს თამამი ნაბიჯები, თამამი გადაწყვეტილებები. ის პირველი გოგონა იყო, რომელიც ღამის ეთერში დაჯდა.

„თავიდან, როცა რადიოს ადმინისტრაციას ჩემი გადაწყვეტილება გავანდე,  მითხრეს, აქ ქუთაისიაო. მაინც გავრისკე და დავჯექი. იყო ასეთი შემთხვევა, უშიშროებიდან მომაკითხეს შუაღამეზე, ვითომდა დაკარგულ ჩანთას ეძებდნენ, არადა, რეალურად, მიზეზი ის იყო, რომ უშუქობაში, სიცივეში, სიბნელეში, შუაღამეზე ვიღაც ქალის ხმა ესმოდათ და ირკვევდნენ, რეალურად რა ხდებოდა. ძალიან კარგი მსმენელი მყავდა.“

მაშინდელი მსმენელების ნოსტალგია აქვს, ძალიან სწყდება გული, რომ დღეს მისი ქალაქის სახელი უმოძრაობასა და ურეაქციობას უკავშირდება. ეს ქუთაისია! - ნიშნავს, რომ არავინ არაფერზე რეაგირებს.

თეას მრავალი საავტორო გადაცემა ჰქონია და აქვს რადიო „ძველ ქალაქში“, მაგრამ ყველაზე წარმატებული „პორტრეტი ჩარჩოს გარეშე“ აღმოჩნდა.

ამიტომაც პორტრეტების ხატვა FM ტალღებზე კვლავ გაგრძელდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1388
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია