დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა მინდა სკოლაში!
2010/05/10 12:36:28

კაცის ყური რას არ გეიგონებს ტრანსპორტში. ვიღაცა ქალი რო გედეეხვია ახალგაზრდა გოგოს ორი გაჩერება ისთე ყავდა მიხუტებული, გეგონებოდა, დაახრჩობსო. ნათესავის ასთე მონატრება რავა იქნება. მერე მთელი გზა ვიხსენებდი ამათ საუბარს. ი ბოვშმა - ახლა სკოლას ვამთავრებ და მასწავლებლიდან მოვდივარო. ჩამოარიხინა, სად და ვისთან რა საგნებში ემზადებოდა. შემეცოდა ი ბაღანე ნამეტნავად, ერთი რეპეტიტორი გორის ქუჩაზე ყავდა, მეორე - გორაზე, მესამეს უნივერსიტეტის გვერდზე ასახვევში აქვენ ბინა დაქირავებულიო, მეოთხე კიდო ჭომაშიაო. მე ქე დევიღალე იმ ბოვშის მაგიერ. სანამ მაი გოგო გორიდან უნივერსიტეტისკენ, მერე გორის ქუჩიდან ჭომაში ირბენს, ან რა დრო და  ფული უნდა მაგას, ისთე დეიღლება, სტავლის თავი აღარ ექნება. ცოდვაა აი ახლანდელი ბაღნები. დიდიხნის უნახავ ნათესავსაც ნამეტნავად შეეცოდა ბოვში. მარა იმან რა უპასუხა, იცით? სკოლაში რო დავდიოდე, ცოდვა მაშინ ვიქნებოდიოოო.     

დავბერდი და ამნაირი არაფერი გამიგონია ჩემი ბოვშებიდან, ჯერ დაბალ კლასში არიან შვილიშვილები და რო წამეიზდებიან, ვნახოთ, მერე რა იქნება.

ა, ბატონო, თქვენი სკოლა! თქვენი ნაკეთები საქმე, ლომაიებო, გვარამიებო, შაშკინებო და კიდო ვინცხეებო! ისთე მოაქციეთ საქმე, ბაღნებს სულ არ უხარიათ სკოლაში სიარული: რავა, სახელმძღვანელოები მოწონთ, გაკვეთილები, თუ?..

ცხონებული ჩვენი წინაპრები ალბათ საფლავებში კი არ გადაბრუნდენ, ტრიალობენ ალბათ. აპა, რა იქნება. დადიან უფროსკლასელები აღმა-დაღმა გზააბნეულებივით, პატარებსაც არ გადადონ გრიპივით მაი, მეშინია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2001
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია