დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრა პაკუსიასთან
2010/04/26 17:26:27

ამასწინეებზე ხონში ვიყავი, ბიძაშვილს ნაბოლარა გოგოს დაბრუნება ქონდა და, რავარი მისატანი იყო, მარა მაინც ქე მივიტანე და დავწერე ასი ლარი. სამაგიეროთ, მევილხინე და ვაცხვე კაი სადღეგძელოები. ერთი თეთრი, ტანმორჩილი პაკუსიე სულ მაგიდის ქვეშ ტრიალებდა, ჩემ ფეხებთან, და თვალებში ისე მომჩერებოდა, აგერ-აგერ შემომძახებდა, ჩამომიგდე რამეო. გოჭის ძვალს რო ჩოუგდებდი, გახარებული ოუტეხავდა ტკარიტკურს. ყელზე შებმული ზოლიანი ბაწრის ნაგლეჯზე ეტყობოდა, დაბმული ძაღლი საგანგებოთ რო ოუშვა პატრონმა და ჩემი ბიძაშვილის პურმარილის იმედათ გამეისტუმრა გარეთ.

რატო გიყობით ახლა ამას... გევიხედე და, პაკუსიე, მე რო მაგიდის ქვეშ თავჩაყოფილი, „მპ, მპ, ბელკაიას“ ვეძახოდი სიყვარულით, აგერ ქუთაისში ბაზრის გაჩერებაზე არ დევინახე, თლა ტალახში ამოძუძგნული და ფერდებშევარდნილი? კისერზე შებმული თოკის ნაგლეჯით და ყავისფერი ყურებით ხელათ ვიცანი. აქეთ-იქით დაძუნძულობდა და საჭმელს გამალებული დეეძებდა. გედევირიე კაცი: ამ ხონელ ძაღლს ქუთაისში რა უნდა, კაცო, წინა შაფათს სოფელში არ ვნახე, ბიძაშვილის ქორწილში? ჩემი ხელით ვაჭმევდი მაგიდის ქვეშ საჭმელს-თქვა.

გეიცინა იქანე, ტაბურეტკაზე დამჯდარმა, რაცხაის გამყიდველმა ქალმა: ბიძია, მაგი პირველი ძაღლი კი არაა, აქ რო დატოვეს. რჩენის თავი რო არა აქვთ, ჩამოყავთ სოფლებიდან მანქანებით თავთავიანთი მშიერი ძაღლები პატრონებს და ტიებენ აქანე. იმდონი ძაღლი რო დაწანწალობს ქუთაისის ქუჩებში, რავა, თავისი ეზოდან დროებით გამოპარული ხვარ გგონია შენე - ზოგი თერჯოლიდანაა, ზოგი ვანიდან, ზოგი წყალტუბოდან და, რა ვიცი, სადოური ჭადის ნატეხით არ არიან გაზრდილიო.

ეეჰ, სამოთახიან ბინაში არ ვიყო მოყუჟული, ქე წამევიყვანდი სახლში იმ ჩემ ნაცნობ ყავისფერყურებიან პაკუსიას, მარა ეგი უშველის ამდონი ძაღლების საქმეს?

მაგათი პატრონების რა ვთქვი მე, შვილივით გაზრდილ და შეჩვეულ ძაღლებს გადასაყრელად რაფერ იმეტებენ, კაცო! მერე კიდო, უპატრონო ძაღლი ცოფითაც რო საშიშები არიან, ეს მაინც თუ იცის ვინმემ? ეს პრობლემა აკლდა კიდო ჩვენს ქალაქს?!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2757
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია