საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„დნნ, დშნ“-მ პრეზიდენტს გოდოუხადა მადლობა
2010/04/19 13:27:46

ისევ და ისევ არჩევნები! მოკლეთ, კაი ქეა - ამ არჩევნებმა რაცხანაირათ გამოაცოცხლა ქუთეისი. აქეთ ერისიონიო, იქეთ ჯეოსტარიო და ჯერ კიდევ ველოდებით ვინცხეებს. მე ვერ დევიარები თბილისში და ამიტო ბოვშივით მიხარია, ნეტა სულ იყოს არჩევნები, ნაირნაირი ხალხი რო ჩამევიდენ ამ ჩვენ მივიწყებულ ქალაქში. ისიც კაია, არჩევნების წინ მაინც რო ვახსენდებით მთავრობას.

მოკლეთ, იქეთ კვირაში  სტუმრად გვყავდა თბილისელების კიდო ერთი კაი ჯგუფი. მე საცოდავი ყორიფელს რო ბოლოს ვგებულობ...

ჩემი შვილიშვილი მოვარდა გახალისებული სახლში: ბაბუ, ძაან კაი იყოვო! დუტაიამ ხალხი გაგვახალისა და ჯეოსტარელებიც კარგად გამევიდენო და ის კონცერტი რა კონცერტი იქნებოდა, „დნნ, დშნ“ რო არ ყოფილიყოვო. გეიყვანესო, ფონოგრამაც არ ჩოურთეს, პირდაპირ მისცეს მიკროფონი და ამღერეს, მე შენ გეტყვი და, არ აქვს დამუშავებული ხმა და ტექნიკაო! მარა, ყველაზე კაი ბოლოს მისი სიტყვით გამოსვლა იყოვო: „მადლობა ბატონ მიხეილ სააკაშვილსო!!!“ ამ სიტყვებზე დუტა მივარდნილა და მაშინვე ჩეერთო თურმე ლაპარიკში: პრეზიდენტს რატო უხდი მადლობას, „ჯეოსელს“ მოუხადეო. ამდენი კი ვერ გეიგო ბაღანამ თურმე და, დაბნეულმა, საბოლოოთ თვითონ დუტას მოუხადა გულითადი მადლობა ჩამოსვლიზა და ასეთი კონცერტის მოწყობიზა. მოკლედ, მე უკვე ქე დავბერდი და შეიძლება ყორიფელს ეჭვის თვალით ვუყურებ, მარა ამ ქვეყანაში ვინმე ტყვილა ქე რას გაგიკეთებს? და მგონია, რო მადლობა მართლა პრეზიდენტს ეკუთვნოდა: როის იყო, მეფის როლს ლაზიერი ასრულებდა, მითუმეტეს - საარჩევნო დაფაზე... მარა გავჩუმდები, რა ვიცი, ბოლოში არ დევიწყო მეც, ჩემო ენავ, ძირში ხარ მოსაჭრელიო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1431
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია