დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არ მინდა სხვისი ნახმარი...
2010/04/12 12:32:52

გაზაფხული მევიდა, განათთა ქვეყანა, აღარ გეზარება გარეთ გამოსვლა. გეივლი და რას არ ნახავ კაცი: თუ ქარია, 21-ე საუკუნის ნატვრის ხეებსაც ბლომათ წააწყდები ქალაქის ცენტრში, ახლა მაინც კაი სანახავია: დგას ტოტებგაფარჩხული ხე და ტოტებზე ფრიალობენ ლაღათ ვარდისფერი თუ შავი „ცელოფნები,“ ალაგ-ალაგ სხვა ფერებსაც დეინახავთ. ნაგვის ყუთები ქე დგანა ბლომად ქუჩებში, მარა - ტყვილა...

მივდივარ და ყოველ ნაბიჯზე მაღაზიებია წარწერებით: „მეორადი ტანსაცმელი“, „მეორადი თეთრეული“, „მეორადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი“. უყურე შენ, ჯერ ტანსაცმელები შემეიტანეს, ახლა კიდო ფეხსაცმელები და... რას გავს ეს, ა? სხვისი ნაცვამი ფეხსაცმელები და ტრუსიკ-მაიკა მაინც რატო უნდა ჩევიცვათ, კაცო, რა გვჭირს ქართველებს მაგის ფასი! ფეხსაცმელები მაინც არ იკერებოდეს ჩვენთან და ე ნიფხვები მაინც ღირდეს ბაზრობაზე ისე ძვირი!

გევიხედე, აწერია ერთგან: „მეორადი ავეჯი ევროპიდან“, გულმა ვეღარ მომითმინა და ქე შევედი მაღაზიაში. გაღიმებული სახის ჯმუხი მამაკაცი წემევიდა ჩემკენ, მეგონა მიცნოთქვა, მარა ახლოს რო მევიდა, დამახინჯებული ქართულით მიმიპატიჟა, მობძანდითო, რა გინდათ შეიძინოთო. ისე გამიღიმა, ქე მემერიდა უკან გამობრუნება. თურმე გამყიდველი თურქი ყოფილა. ავეჯი კბილებით არ გამისინჯია, ისე ყოლიფერნაირად გადავამოწმე. ფასებიც არ იყო ურიგო: „სამეული, ფასი 600 ლარი“...

გევიხედე, ორი ახალგაზრდა შემევიდა, გოგო და ბიჭი, „სპალნებს“ ამოწმებდენ. მორიდებულათ გული დემეწვა, კაცმა ოჯახი შექმნას და დასაწოლი არ ქონდეს, სირცხვილი არ არის? რა გვჭირს ამის ფასი ქართველებს, სხვის ნახვარხვალებ ლოგინში არ ვაკეთოთ ბოვშები.

ხე-ტყე არ გვაქ, თუ სპეციალისტებია ცოტა? აფსუს! ქუთაისში გაკეთებული ავეჯი კრემლშიც ქე მიქონდათ კომუნისტების დროს...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2297
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია