დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალების დემონსტრაცია კახას ხელმძღვანელობით
2010/04/06 13:16:09

ნა­ცი­ო­ნა­ლების დე­მონ­სტრა­ცია კახ­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობით

ბოვ­შები კი არა და, მე გავრბოდი „ერი­სი­ო­ნის“გუ­ლი­ზა პირ­ვე­ლი, ხოდა, მოჩ­ქა­რეს მო­უგ­ვი­ან­დე­სო, ჩემ­ზეა ნათ­ქვა­მი. გა­დავ­ჭე­რი გზა მოკ­ლე­თი, ბაზ­რის უკ­ნი­დან, ჯაჭ­ვის ხიდ­თან რო ყვა­ვი­ლები იყიდება იქი­ნე და რას ხედავს ჩე­მი თვა­ლები: იმ­დე­ნი ხალხი იყო შეკ­რებილი, კონ­ცერ­ტზე მაგ­დე­ნი სა იქ­ნებოდა. გავ­ჩერ­დი, ვი­ფიქ­რე, აქ ხო არ ტარ­დება და მე ხო არა­ფე­რი მეშ­ლებათ­ქვა. ვათ­ვა­რი­ე­ლე, იქ­ნება ნაც­ნობი მა­ინც დე­ვი­ნახო სად­მე, რო ვკითხოთ­ქვა, მა­რა, რათ გინ­და, კა­ციშ­ვი­ლი ვერ ვი­ცა­ნი. არა­და, არც წე­ვე­დი, ვიტ­რი­ა­ლე და ვიტ­რი­ა­ლე იქი­ნე. მე­რე დე­ვი­ნახე, ხალხმა გე­ზი ეი­ღო დეც­კი­მი­რის­კენ, ვიწ­რო ქუ­ჩით და გზა­ზე არ გა­მე­ვე­დი?!. ბიჭო, დე­ვიბენი, კა­ციშ­ვი­ლი არა­ფერს ამბობს და მეც ასე ბრმად მივყვები... მა­რა დიდხანს ვინ ანერ­ვი­უ­ლა თქვე­ნი ქაიხოს­რო ბაბუა?!. გა­მოჩ­ნდა ვინცხა ხვთის­ნი­ე­რი, დაგ­ვი­ძახა: ხალხო, წი­თე­ლი ხიდის­კენ წა­ვი­დე­თო. ერთხელ თქვა და მეთ­ქი მო­მეს­მათ­ქვა, მე­ო­რე­დაც რო გე­ი­მე­ო­რა, მი­ვე­დი ახლოს, რას იძახის უკუღ­მა ე ბოვ­ში, ქვე­ით რა მინ­და, კონ­ცერ­ტი მო­ე­დან­ზე არის­თქვა, მა­რა ვი­ღა­ცამ აქე­დან მი­ა­ძახა: კახა, ხიდის­კენ რა­ტო მივ­დი­ვარ­თო? და არც ამას დოუყოვ­ნებია პა­სუხი: ქვე­ვით ჩა­ვალთ და იქი­დან წა­მო­ვალთ ერ­თად მო­ედ­ნის­კე­ნო. ეე... გა­მიკ­ვირ­და, მეთ­ქი რას შობა ე ბიჭი, კი­ნოს გა­და­ღების მო­ე­დან­ზე ხო არ მოვხვდით­ქვა. კი­დო ის გა­მახსენ­და, რა ქვია, ად­რე მო­ე­დან­ზე რო პა­რა­დები ტარ­დებოდა და წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი იყო ქუ­ჩა­ში მოძ­რაობა...

ამა­სობაში ეს კა­ცი, წეხან კახა რო დო­უ­ძახეს, ტე­ლე­ფონ­ზე ელა­პა­რა­კებოდა ვინცხას: გა­მოხედე ქუ­ჩა­ზე, ნახე, რა ხდებაო. გავ­ჩერ­დი, ჩემს თავს შე­მო­უ­ძახე: რა სუ­ლე­ლი­ვით დაყვები, ბიჯო, ქაიხოს­რო, ამ ხალხს, შენ რის­თვის მოგ­ცა მაგ ფეხები და ტვი­ნი ღმერ­თმათ­ქვა და გოუხვიე ჩუმ­ჩუ­მად და­ვით აღ­მა­შე­ნებლის ძეგ­ლის­კენ. ჩუ­მად იმი­ტო, რო მეთ­ქი, არ ვე­გო­ნო ნა­ცი­ო­ნა­ლებში გა­წევ­რი­ა­ნებული მეც და არ და­მიყვი­როს, ფუ­ლი თუ გინ­და, მა­შინ ქი უნ­და გა­მოგვყვე ჩვე­ნო.

მოკ­ლედ, სახლში ისე რა­ფერ წე­ვი­დო­დი, ამ დე­მონ­სტრა­ცი­ის ამბავი რო არ გა­მე­გო. თურ­მე ეს პა­ტი­ო­სა­ნი ხალხი ნა­ცი­ო­ნა­ლებში ყოფი­ლან გა­წევ­რი­ა­ნებული და აძ­ლე­ვენ ფულს. ამი­ტომ, რაცხას და­ა­ვა­ლებენ - თვე­ში ერთხელ თუ ორჯერ - უნ­და გა­ა­კე­თონ. აპა, ფულს ტყვი­ლა ყოფ­ნა­ში ვინ მის­ცემთ. ხოდა, ამჯერ­ზე პა­რა­დობია გა­მარ­თეს - და­ას­წრეს „ერი­სი­ონს“ თა­ვის სახალხოდ გა­მო­ჩე­ნა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1930
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია