დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლებული გამყიდველები
2010/03/29 12:50:35

ამ დილაზე ხელპირის დაბანა რო მევინდომე, თქვენს მტერს, მე საქმე დემემართა: ქე შემჩა ხელში ჩვენი დაჟანგული „კრანი“. ისე მოთხლიშინობდა ბაკიდან წყალი, მეგონა, მეორე საირმემ ხო არ ამოხეთქათქვა აქანე. ამ სიცივეში რო გეიწუწები ცივი წყლით, რავარია, ა? იმისთანას გავკიოდი, მთელი ოჯახი მოაწყდა კარებს, რა ხდება, რა გაყვირებსო. შვილიშვილმა სიცილი დეიწყო - ვაა, ბაბუ, სააკაშვილმა შადრევანი გაგვიხსნა სახლშიო? E

გავწიე ჭავჭავაძის ბაზრობაზე. ქე იცით ახლა, იქანე, სულო და გულო, რა არ იშოვება. ხოდა, შოუდექი დახლებში ჩემი ძველებური „კრანის“ ძებნას. ვერ იშოვი თუ: ძველი, ახალი, ნახმარი, უხმარი - ყველანაირს ნახავ კაცი.

შენ აგერ მომიცადე, საწყობში მაქ და მოგიტანო, მითხრა ერთმა გამყიდველმა. სკამი გამომიწია - აგერ დაჯექი, ბიძია, არ მეიწყინოო. დავჯექი, აპა, სად წევიდოდი. ვხედავ, არის გადაძახებ-გადმოძახება: ბიჭო, რა ქენი, შეავსეო? თურმე კროსვორდებზეა ლაპარაკი. Dმერე და რა განათლებულები ყოფილან ე ჩვენი გამყიდველები, ვერ დევიჯერებდი, ჩემი თვალით რო არ მენახა. იცით, რა კითხვებს პასუხობდენ? პა, პა, პა, მე საქართველოს მდინარეები არ ვიცი ყველა და ეგენი მოზამბიკის, სლოვაკეთის, კუვეიტის  მდინარეების სახელებს ჩამოყვენ. მერე კულულუმპურუს გადაწვდენ, სპორტზე აღარაა ლაპარაკი. ახლა მითხარით თქვენ, მოზამბიკაში ან კულულუმპურუში იციან საერთოდ საქართველოს შესახებ? ისე გევერთე ამ ხალხის შემყურე, კიღამ დამავიწყდა, რეიზა ვიყავი მისული.

ამევიდევი იღლიაში ჩემი ახალი-ძველი „კრანი“ და წამევედი სახლში. მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, რა ჭკვიანია ქართველი ხალხი, გამყიდვლების ცოდნამ ხომ კინაღამ გადამრია კაცი. თავი ხან ისტორიის, ხან გეოგრაფიის და, ვინ იცის, კიდო რომელ კათედრაზე არ მეგონა. ოღონდ სკოლაში - არა, იქანე სად იციან ამდონი.

ქართველები რო მაგრები ვართ, ეს ყველამ კარგად ვიცით, მარა, ჩემო კარგებო, ჩემპიონატი რო ჩატარდეს მსოფლიოში  - „ყველაზე ჭკვიანი გამყიდველი“, უეჭველად ქართველები დეიკავებენ პირველ ადგილს. რავა, ეჭვი ხო არ გეპარებათ ჩემს სიტყვებში, გინესის წიგნშიც ქე ამოვყოფთ თავსთქო ვფიქრობდი..

გვიან გამინათლდა გონება ბებერს. დახლებთან ახლა, ჩემო ბაბაიებო, ისეთი ხალხი ზის, ორი ჩემი  სიგრძე დიპლომები რო უდევთ სახლში. ნაღდი დიპლომებიანი ხალხი დახლთან დგას ახლა და მთელი დღე მყიდველს ელოდება, ვითომ განათლებულები კი...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2141
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია