საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
განახევრებული პურები
2010/03/09 12:24:00

ამ დღეებში ერთი ძველი მეგობარი შემომეხმიანა: ჩემო ქაიხოსრო, კაი პურმარილიანი კაცი ხარ და შენთან ერთად ერთი ჭიქა ღვინო მინდა დავლიოო. დავბზრიალდი, გავარდი  „მარკეტში“,  ვიყიდე სამი ცხელი პური და რაღაცეები, ვიფიქრე, ორ კაცს რავა არ გვეყოფა-თქვა და გავაწყვე სახელდახელო სუფრა.

მევიდა ე ჩემი ამხანაგი, კაი პურისმჭამელი ჯემალია და დევიწყეთ ქეიფი. კაი ღვინო, კაი საჭმელები, კაი სითბო, რა გინდოდა უკეთესი, ხოდა ასე ვიჯექით და ვიხსენებდით მე და ჯემალია ძველ ისტორიებს. ამ ისტორიების მოსმენაზე თქვენმა ქაიხოსრომ კაი, ქართული ძმაკაცობის და მეგობრობის, გაგების და სიყვარულის სადღეგრძელო დალია. დავდგი ჩემი განსხვავებული და ჯემალიას ვუთხარი, აბა ახლა შენ იცითქვა, რაფერ იტყვი ჩვენი ძმობის სადღეგრძელოსთქვა. არც სიტყვა შეშლია და არც დალევა ჩემს ძმაკაცს, ხოდა ვუთხარი, ბიჭო, პური მაინც მიაყოლე მა ღვინოს, თვარა ისე მეგეკიდება, უფლის სადღეგრძელომდე ვერ მიმყვები-თქვა. ამის თქმაზე ი თეფში მევიძებნე, ჩემი აზრით, ზედ პური რო დავდევი. ხოდა... სადაა შენი პური? შუა პურიჭამაში ქე დავრჩით უპუროდ. გადევირიე კაცი, შევიხედე შკაფში, მოვაფათურე ხელი ბუჯერის თაროზე, ჩევიხედე კასრულაში, სადაც ჩემი ოჯახობა პურს სუფთათ ინახავს, რამემ რო არ გადოუაროს, მარა... ასეთ სირცხვილში ჯერ არ ჩავარდნილა ქაიხოსროს ოჯახი - სუფრაზე პური რომ მოკლებოდა! ჯამალია დავტოვე და გავარდი ისევე „მარკეტში“, კიდო სამი პური რო ამომეტანა. გამყიდველმა ციცოიამ პურები რო მომაწოდა, ხელში შევათამაშე და გვარიანათ მემჩატა...

გადევირიე კაცი, ექვსი პური რო მიმქონდა კომუნისტების დროს სახლში, ჩემს ძაღლ ბომბორასაც ვაჭმევდი და მე და ჩემი წვრილშვილიც კაი გამაძღარი დავდიოდით. ახლა მე და ჯემალიას არ გვეყო. ეგია ამათი ბიზნესი? პურის ფასი გააორმაგეს თითქმის და წონა გაანახევრეს. მარა, რა გინდა რო ქნა, ვინაა გამკითხავი?

ეჰ, სანამ შეძლებს ე თქვენი ქაიხოსრო სიმართლის ლაპარაკს, ხო შეძლებს და მერე სიმართლის მთქმელიც რო არ გეყოლებათ თვალებში ნაცარს კი არ შეგაყრიან, შავ ნაჭერს აგაფარებენ და გეტყვიან, მზე ხო კარგად ანათებსო?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია