საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლექტორების „წიგნები“
2010/03/01 14:08:51

ქე მიხსენებია ერთი-ორჯერ ჩემი შვილიშვილები თქვენთან. სულ უფროსი, კახუნიე, ჩვენი ორმაგათ გაერთიანებული დიდი უნივერსიტეტის სტუდენტია, კაი ბიჭი ნამეტნავად, მარა, მაგას რო უყურებთ, მისი წონა ფულები გვიზია ოჯახს. მოწყობაში კი არ გადაგვიხდია (ნეტა, ქე გადაგვეხადა ერთხელ და მაგით მორჩენილიყო საქმე!)! არა, ჩემო ბატონო, მაგის პატივცემულ პრაფესორ-მასწავლებლების წიგნების ყიდვას ვერ ოუვედით. წლებია! დაბეჭდილ ნაშრომებს თხოვენ, თურმე, იმ ჩემი ცოდვით სავსეებს, ხოდა, გადმოწერენ ესენიც საცხა-საცხაიდან რაღაცეებს, დაბეჭდავენ იაფფასიან სტამბებში და ყიდიან მერე თავიანთ სტუდენტებზე. ორმაგი მოგება აქვთ: ნაშრომი - ნაშრომად ეთვლებათ (ვაი და ვუი ჩვენს სამამულე მეცნიერებას ამათ ხელში!) და „ორი კაპიკიც“ ქე შოუდით ამ გოგო-ბიჭების ოჯახების ხარჯზე. ყველა უსაქმური და უნივერსიტეტში შემთხვევით მოხვედრილი კი არაა, ჩემი კახუნიესავით კარქათ ბევრი სწავლობს, მარა, წიგნი თუ არ იყიდა, უნდა დეემშვიდობოს ჩათვლას და კაი ნიშანს. კახუნიეს ერთი ქარაქუცა კურსელი ყავს, მაკა, თავის დღეში წიგნი რო არ გადაუშლია. იმას იტალიიდან უგზავნიენ დედა და მამიდე ევროებს, ქე ყიდულობს ეს გოგო ყველა წიგნს და აქვს, სამაგიეროთ, ჩაწიკწიკებული კაი-კაი ნიშნები. ერთი კიდო ჩემფერი ბეხრეკი ბერიკაცი ასწავლის თურმე ყოფილ ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ სპეციალობას (არ დავასახელებ, ქვეყანა იცნობს და საბოლოოთ მეეჭრება თავი), გამოართვა წიგნის ფული ჩემ მეზობელ გოგიეს და წიგნიც არ მისცა თურმე: რათ გინდა, ბიჭო, ტყვილა რო დეიდო შკაფში, მაგის წამკითხველი ხარ შენო? არადა, გოგიე კაი ბოვშია, ნიჭიერი, განათლებული. შეხვეწნია: ბატონო იმანო, რავა არ მაინტერესებს, ერთი-ორი მათხოვე მაინცო.

დიდუუ, რამდონი ასეთი შემთხვევა უნდა გევიხსენო!

მარა, ის მაინც თლა ნამეტანია, საცხა-საცხა გასაყიდათ დადებულ წიგნებს შედარებით პატარა ფასი რო ადევს და სტუდენტებზე სამჯერ და ოთხჯერ მეტ ფასში ყიდიენ.

გოუკეთეთ, კაცო, შეღავათი ამ ბოვშებს და მათ ოჯახებს. ოთხი და კიდო ორი წელი სულ თქვენ რჩენაში ხო არ ვიქნებით!

არ თქვათ ახლა, ქაიხოსრო გვიგონებსო.

რავა, დავასახელო თქვენი გვარები?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1564
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია