დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატო არა ვართ სინგაპური?!
2010/02/22 12:30:50

წუხელ მიუჯექი ჩემ „ფეჩს“ საღამოს და გადმევიღე ძველი ჟურნალ-გაზეთები, წარმეიდგინეთ კიდო მაქ შემორჩენილი. ეხ, ჩემო კარგებო, დრო იყო, კვირაში რამდენიმეს ვყიდულობდი. ახლა თვე ისე გავა, ერთი გაზეთი ან ჟურნალი თუ შემევიტანე ოჯახში, კაია. იმას გეუბნებოდით, გადმევიღე და დევიწყე კითხვა. ერთმა სტატიამ ჩემი ყურადღება მიიპყრო, სინგაპურის კანონებზე იყო საუბარი. ხოდა, ჩემო კარგებო, წარმევიდგინე, ეს კანონები საქართველოში რო გადმეიღონ, განსაკუთრებით, ქუთაისში მოსახლეობის 80% იქნებოდა დასახიჩრებული და ჩამომხრჩვალი.

თურმე სინგაპურში  ერთი „ბიჩოკის“ გადაგდებაზე 1000 დოლარია ჯარიმა. ხო, ხო, რას შეივსებოდა ჩვენი ბიუჯეტი? ეგება მერე მაინც გეეზარდათ პენსიები, თუ არა, ქე ვართ, აგერ, მეორე დედაქალაქიო და დაბალი პენსიები კი გვაქ! თუ მეორე დედაქალაქი ვართ, მაშინ რატო გამოგვარჩიე და გამოგვწყვიტე თანატოლებში, მარტო თბილისელებს უნდათ პურის, წამლის და მგზავრობის ფული? ამ სიბერეში არ შემაძულოთ ჩემი ქვისლი! მითხარი ერთი, რით მჯობია, თბილისელი როა?

ახლა ქე გოდოუხვიე ცოტა. აბა გეიარეთ ქუჩებში, რას არ ნახავ, სულო და გულო. ბოთლები, პარკები, ქაღალდები, შეხვეული პარკები ნაგვით ქე დაგხვდებათ ნაგვის ყუთიდან ორი მეტრის რადიუსში დაყრილი.

ა, დღეს, ბაზართან ვზივარ ავტობუსში, ქე იცით რამდენხანს აჩერებენ მძღოლები აქანე. ვხედავ, დგას გოგო და ყიდის პატარა გაჭრილ პურში ჩადებულ „სასისკებს“. გაყიდა ერთი, ორი, მერე მოუბრუნდა გვერდით მდგომ ბიჭს და დეიწყენ მარა, რა დეიწყენ სემიჩკის ჭამაში შეჯიბრი, სამ წუთში ნაფცქვენებით კაი ხალიჩა დეიგეს.

გამახსენდა სინგაპური, გევიფიქრე, ახლა რო იყოს ის კანონი ჩვენთან, ხო, ხო, რას ოუჭრელებდენ ზურგებს ამ ახალგაზრდებსთქვა!

არა, არაა ჩვენი საშველი. რამდენიც და რა ფირმის ნაგვისყუთები დაგვიდგან, არაფერი გვეშველება.

კანონი, სინგაპურის კანონია მისაღები, ქაიხოსრო ბაბუა შემოგებლოთ თქვენ!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია