საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ნირვანა“ ქალაქის მარშრუტებში
2010/02/15 13:15:36

რავარია, ბაზრის წინ, გაჩერებაზე, კაი ხანი რო დგანა „მარშრუტი“ და მგზავრები მოთმინებით ვუცდით, როის მორჩება შოფერი თუ მისი თანაშემწე (ფულის ამხიკავი) შით მანქანაში პაპიროზის მოწევას! ზაფხულია, ზამთარია, არ აქვს მაგას მნიშვნელობა - არხეინად ჩამოაწყობს შოფერი რულზე  მკლავებს, ან მის თანაშემწე გასასვლელში გაფშიკავს რეიტუზჩაფართხუნებულ ფეხებს და ასე, ღლაბუც-ღლაბუცით მიდიან, რავარცხა ჩემი შვილიშვილი ახსენებს, „ნირვანაში“...

თქვე დალოცვილებო, ამხელა „პერერივს“ რო აკეთებთ მაქანე, გადადით მარშრუტიდან, გამართეთ პეტერე ე ხელ-ფეხი და გადაყლაპეთ სუფთა ჰაერი, რას ერჩით ამ ბოვშებიან ქალებს, ან სხვებს, რო დაწამლეთ ამდენი ხალხი? მე თქვენ გეტყვით და, გკადრებთ ვინმე რამეს - სარგადაყლაპულივით ზის სუყველა და მოთმინებით ისუნთქავს თქვენგან გამოსუნთქულს.

ფუი, ვინცხამ თქვენ ნამუსი და ზრდილობა არ გასწავლათ!

კი მარა, ე ტენდერები რო ტარდება, იქინე პირობებში არ გიწერენ - მგზავრებს პაპიროზის კვამლით ნუ დაწამლავთ და ამყრალებულ კილკას თუ ხაჭაპურებს მაინცდამაინც მაგათ თვალწინ ნუ შეჭამთო? კი, თქვენეც ადამიანები ხართ, ჭამაც გინდათ და გაბოლებაც, მარა ამიზა გადადით, ბოვშებო, მოფარებულში 5-6 წუთი და ქენით, რაც გინდათ!

გუშღამ ერთ შოფერს ვუთხარი, მარშრუტში სკოლიდან მომავალი მშიერი ბოვშები რო გიზია, არ გრცხვენია, ამხელა კაცი მაგათ თვალწინ რო სანსლავ ჰამბურგერს-თქვა? მიცნო მაგ შობელძაღლმა და აქეთ არ შემომიტია? - ქაიხოსრო ბიძია, შენ არავის დოუნიშნიხარ ჩემ უმფროსად, თუ გინდა, იჯექი მაქ და თუ არა - წაი სხვა გზით, მაშინების მეტი რა დგანა ეგერო.

მაგნაირი ზრდილობით აპირებთ, შვილებო, ჩვენი ევროპული ქალაქის „დამშვენებას“?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია