დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აუუუ, ჩვენც ვართ ხალხი!
2009/12/21 12:37:06

რავარც მე მითენდება ახლა ბედნიერი და ჯამრთელი ახალი წელი, ისე გოუთენდეს ჩვენ თავრობას... რავარც მაგენი ზრუნავენ ჩვენზე, ისე ეზრუნოს მამაზეციერს მაგენზე... კი არ მინდოდა, ასე წყევლა-კრულვით დემეწყო აი ამბავი, მარა რა ვქნა, „გამომაწყვენს“ ამ საახალწლოდ გიფსებში და გამშნაგეს ლოგინში ე მოხუცი კაცი. აბა! მაგენზე კაის სათქმელად მომიბრუნდება ენა ახლა? ახლავე აგიხსნით ჩემი განრისხების მიზეზს.

ამასწინეებზე ჩემ ბიძაშვილთან ვიყავი ასული მწვანეყვავილაზე, კიბულის ქუჩაზე. აუცილებელი საქმე მქონდა, თვარა, რავა ვიზამდი იქეთ პირს. კი იყო დღისსული, რო მივედი. მერე აღარ მემეშვა, რამდენი ხანია, შენთან არ მიჭუკჭუკია, ჩემო ქაიხოსროო, და... ქე შებინდდა, რომ გადმევედი მაგენის ჭიშკრიდან. კი გამაფრთხილა ჟორჟიკამ (ჩემმა ბიძაშვილმა), ცოტა ფრთხილათ იარე, თვარა იმნაირი იამებია და რაცხა ისე ჩამობნელდა, რამე არ მეიწიოო, მარა, რავა მეგონა, თლათ ასეთ დაქცეულ მხარეში თუ ვიქნებოდი, ა? ქალაქ-მუზეუმის მუნიციპალიტეტიაო ეს მწვანეყვავილა, პანთეონის ირგვლივ მოსახლეობას უნდა უხაროდეს ამ ისტორიულ ადგილზე რო ცხოვრობსო და ესაა? გარე განათება მაგენს არ აქვთ, მაქანეის გზას გზა კიდო ნამდვილად არ ქვია და რას უძახიენ, ერთი, ქალაქ-მუზეუმს, გამკვირვებია. ჰო, ისე კი არი სამუზეუმო ექსპონატივით, დამპალი კომუნიზმის გადმონაშთივით, ეს უბანი...

ჯერ ხო სიბნელე იყო ისეთი, ძლივს გამევიგენი გზა, მერე კიდო, იმნაირი დაქცეული გზაა, კინაღამ ხრამში გადავვარდი, ფეხის მოტეხვას ვიღა ჩიოდა... იმხელა ვიყვირე, შემომესიენ მწვანეყვავილელები ხელათ, მიცნეს და მიპატრონეს, თვარა წევიდოდი იმ დღეს მარილზე და ის იქნებოდა.

- ა, ამნაირ დღეში ვართ, ქაიხოსრო ჩემოო,- მითხრა გუშინ ჩემ სანახავად მოსულმა ჟორჟიკამ. - ათასჯერ დავწერეთ განცხადება ქალაქის ხელისუფლებაში, მარა ვინ მოგხედა? ყველაფერს გაგიკეთებთო, დაგვპირდენ, მეიყვანეს მეორე დღეს ამწეკრანები და პანთეონამდე გამოცვალეს სამი „ლამპოჩკა“. ეს იყო და ეს, ვითომ ჩვენ იმას იქეთ ხალხი არ ვცხოვრობდეთ, აბა! მაგ ოჯახაშენებულებს ყოველ „ლამპოჩკაზე“ რაფერ და როდემდე ვზდიოთო? 

მთხოვა ჟორჟიკამ, ჟურნალისტებს ახლოს იცნობ, იქნება შენ მიმიწვდინო ხმა ამ თავრობაში და მერე პატივისცემა ჩემზე იყოსო.

ა, ბატონო, ამაზე მეტი ხმის ამოღება რა გინდათ? თუ ვინმე ხართ წამკითხავ-გამკითხავი, ჩემი თვალით ვნახე და ვიწვნიე კიბულის ქუჩელების გაჭირვება. მარტო ცენტრს  რო აბჟღვიალებთ, ერთი-ორი გარე-განათება მაინც დოუდგით ამ ხალხს, ჩემსავით რო არ მეიტეხონ კისერი საახალწლოდ...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1888
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია