საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის ზურგს უკან
2009/12/07 15:56:25

რა დღე გაგვითენდა გასულ კვირას - თავად პრეზიდენტი გვესტუმრა, ბატონებო!.. მცოდნოდა მაინც!.. ეს ჩვენი ხელისუფლება გაგაგებიებს რამეს? ერთი, გაკვრით მაინც ეხსენებიათ, პრეზიდენტი ჩამოდისო, მივიდოდი, ვნახავდი, მევიკითხავდი... რავა, არ ვარ გამოსაჩენი კაცი, თუ რა? თან ჩემს მამაპაპურ ულვაშებს დევიგრიხავდი თავმომწონედ, თან ჩემ სატკივარსაც გოუმხელდი - რამდენი რამე მაწუხებს და რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ რამეზე შემტკივა გული, რო იცოდეთ... მარა ვინ გითხრა?..

ის კი არა, თურმე, ჩვენი ქალაქის მერსაც წნევამ კინაღამ დაარტყა, საფეიქრო საწარმოს გზაზე დამდგარმა პრეზიდენტმა გვერდზე რო გოდოუხვია და, „ფეჩით“ და „ტრუბებით“ შეიარაღებულმა, საცხა დასაკარქავში რო ამოყო თავი... ამას რო არ ელოდა, შამუგიას სახეზე ეწერა, თან ამდენი საყვედური!..

თლათ მართალი არც ეს ჩვენი პრეზიდენტია ისე, რავა ვთქვა თუ არა... მარტო ერთ ოჯახს უჭირს ქუთაისში ახლა, დევიჯერო? არა, ბიძიებო, იმდენი გაჭირვებული მხვდება ყოველდღე, თვლას ვერ ოუდივარ... პიარია, თუ რაცხა ჯანდაბაა, მაგისთვის იყო ყველაფერიო, რო ამბობენ, პიარისთვის სხვა ოჯახებშიც შეევლო ქემაინც.

ერთი დიდი ჭორი კიდო რა გევიგე პრეზიდენტის სტუმრობის დღეს, თუ იცით? ვიცე-გუბერნატორი რო იყო ჩვენი, კაი ლამაზი ბიჭი, გია თევდორაძე, ე, იმისი მამის ყოფილა ის საფეიქრო საწარმო, ჩვენმა მიშამ რო გახსნა იმ დღეს (ისე, მართლა პიარი თუ არაა, ეს საწარმო კაი ორი წელია გახსნილია და ახლა კიდო მერამდენედ გაახსნევიეს, საკითხავია...). მამა ბატონი იუზა მაინდამაინც არ აქტიურობდა სტუმრებთან თურმე, თვალში არ ეჩხირებოდა მიშასაც, არც ჟურნალისტებთან საუბარი მეისურვა, თურმე... ბეჩა, რაში აწყობს! ასე ამბობენ, გია თევდორაძე რო ქალაქის თვითმმართველობაში მოსვლას აპირებს ახლად დანიშნულ არჩევნებში, ამ საწარმოს ფულებით იქნება აი ამბავი მოკვარახჭინებულიო... აბა, კაი ზურგი თუ არ გაქ, ვინ მოგიყვანს ისე თავრობაში?

ქე იცის ეს თევდორაძის მამამაც და არის თავრობის ზურგში... 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია