საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საბავშვო ბაღი და ნაგვის ურნები
2009/11/23 14:38:23

კი­დო ნევ­რებმოშ­ლი­ლი და ნევ­რებდაგ­ლეჯილი ვარ, რას ვერ­ჩი ამ ჩემ თავს, მა­ინც ვერ გე­ვი­გე! მა­რა, ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი რო დეიბადება დე­და­მი­წის ზურ­გზე, სხვა­ზე ფიქ­რსა და ზრუნ­ვა­ში რო ათე­ნებს და აღა­მებს, იმას დას­ვე­ნება და წყნა­რი ცხოვ­რება არ უწე­რია.

ერ­თი სიტყვით, ამას­წი­ნეებზე მე­ზობლის ქა­ლი მი­იჩ­ქა­რო­და საცხა, პა­ტა­რა ბოვ­ში ახლდა თან, ლა­მა­ზი, ცის­ფერ­თვა­ლება. ეს ქა­ლი დიდ გა­წა­მა­წი­ა­ში იყო, გარბოდა ლა­მის და ამ ბოვ­შსაც მი­ა­ჩუნ­დრუ­კებდა.

ეჩხუბებოდა, წა­მო­დი, ჩქა­რა, გინ­და თუ არაო. არა­და, ამ ქა­ლის ნაბიჯების ხელა სულ არ იყო ეს ბოვ­ში. მე უთხარი, რა იყოთ, ქალბატო­ნო მზი­ა, სა­ით მი­გეჩ­ქა­რებათ ასე-თქვა და მითხრა, სამ­სახურ­ში მაგ­ვი­ან­დება, ეს ბოვ­ში კი­დე საბავ­შვო ბაღ­ში მყავს მი­საყვა­ნიო. მე დარბაის­ლუ­რად ვუთხარი, მე­რე აგერ არა ვარ, წა­დით თქვენ წყნა­რად და ამ გო­გო­ნას კი­დე მე მი­ვიყვან საბავ­შვო ბაღ­ში-თქვა. გე­დე­ი­რია ქა­ლი სიხარუ­ლის­გან და რა სა­მად­ლობელი სიტყვებიც მითხრა, იმის მოყოლით აღარ მო­გაბეზ­რებთ ახლა თავს.

რო­მელ ბაღ­ში ხარ-თქვა, ვკითხე გო­გო­ნას და ჭკვი­ა­ნი ბოვ­ში აღ­მოჩ­ნდა, იმ­წუთ­ში მი­პა­სუხა, ბუჩუს ბაღ­შიო... მი­უახლოვ­დით ბაღს და, რაც მე იქ ვნახე, გე­დე­ვი­რიე! გა­გო­ნი­ლა, კა­ცო, ვინ­მეს საბავ­შვო ბაღის მი­სად­გომ­თან ნაგ­ვის უშ­ვე­ლებელა ურ­ნები? ხოდა, წა­დით და ნახავთ. ურ­ნა ურ­ნას გა­აჩ­ნია! ნაგ­ვით გა­მო­ტე­ნი­ლი, ასე გე­გო­ნებოდათ, ერ­თი თვის გო­უ­ტა­ნე­ლი აქ­ვთო. თუ სად­მე ირ­გვლივ კორ­პუ­სია, ყვე­ლას ნა­გა­ვი იმ ურ­ნებშია. გა­დე­ვი­რი­ე, დე­ვიწყე ჩე­მებურად ქა­ქა­ნი. შე­მო­მე­სი­ენ მშობლები და, რო გე­ი­გეს, რა­ზეც ვყვი­რო­დი, ჩე­იქ­ნი­ეს ხელი: მა­გი მა­სეა, რაც თა­ვი გვახსოვს სუ­ლო.

ეგი კი­დო ცალ­კე პრობლე­მა - შე­ნი შვი­ლი მი­დის იმ ბაღ­ში, შე­ნი შვი­ლი სუნ­თქავს იქა­ურ ჰაერს და ხელი უნ­და ჩე­იქ­ნიო, კა­ცო?

ან ბაღის ხელ­მძღვა­ნე­ლობას არა აქვს თვა­ლები, ან და­სუფ­თა­ვების სამ­სახურ­ში არი­ან დახოცი­ლები და არ იცი­ან რა ხდება?

მო­დი ახლა და ნუ აგეშ­ლება ნევ­რები, ნუ გე­დე­ი­რე­ვი და გე­დე­იშ­ლები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია